Digest Logo

„მოემზადეთ ფანტასტიკური პერიოდი გეწყებათ“ - ცაგარელი კვირის ფავორიტ ნიშანს ასახელებს

20/2/2023 • 7:44
ცაგარელი, ასტროლოგი

„ყველა თვეშია ის ერთი კვირა, რომელიც ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის კარგია, სწორედ ეს კვირაა ასეთი. ორშაბათის გამოკლებით, აბსოლუტურად ყველა ნიშნისთვის ეს კვირა იქნებ იღბლიანი“ -  ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა და ზოდიაქოს ნიშნების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

♈ვერძი - ჯერ ენერგოტონუსი გაქვთ, მაგრამ ნელ-ნელა მცირდება, რადგან გეწყებათ დაბადების წინა პერიოდი. გადადით მშვიდ ცხოვრებისეულ რიტმზე, არ წამოიწყოთ არაფერი ახალი და თავი შეიკავეთ სარისკო საქმეებისაგან. კატეგორიულად გეკრძალებათ მსხვილი საყიდლების შეძენა, განსაკუთრებით 23 თებერვლიდან 27-ის ჩათვლით.

♉კურო - თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, ენერგიული აქტიური და ინიციატივიანი ხდებით, მაგრამ კარიერული თვალსაზრისით წარმატებების შანი ჯერ არ გაქვთ, ამ სფეროში იღბლიანობა მომდევნო კვირიდან მოიმატებს, ახლა კი ძველი შეცდომების გამოსწორებას უნდა დაუთმოთ დრო.

♊ტყუპები - გაცილებით რეალისტური ხდებით და კარგად აკონტროლებთ სიტუაციას, რაც დაგეხმარებათ ყველაფერში, ენერგოტონუსი ისევ მდგრადი გაქვთ, რაც წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. თუმცა დღევანდელი დღე, რადგან ახალმთვარეობაა, მშვიდად გაატარეთ.

♋კირჩხიბი - თქვენ ახლა გამოცოცხლდებით, რადგან მზე თქვენს მონათესავე ნიშანში  - თევზებშია. ეს ის პერიოდია, როდესაც მრავალფეროვან კონტაქტებს დაამყარებთ და ფინანსურ წარმატებას მოიზიდავთ. თქვენი შარმი ყოველდღიურად მოიმატებს,  ინტუიცია კი მზარდია, რაც წარმატების შანსებს ერთიორად ზრდის.

♌ლომი - სხვათა შორის თქვენთვისაც კარგი პერიოდია, მიუხედავად იმისა რომ სამსახურში შესაძლოა დაძაბულობა გქონდეთ, წარმატების შანსები კვლავ მაღალია, ჯერჯერობით, ისევ უპირობო და ქარიზმატული ლიდერი ხართ.

♍ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, შრომისუნარიანობა გაძლიერებულია და  წარმატებული ხართ როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ საქმიანობაში. მოსალოდნელია ფინანსური წარმატებები და მოულოდნელი შემოსავლების მიღება.

♎სასწორი - ახლა თქვენ ქარიზმატული, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ ამიტომ წარმატებების შანი მაღალი გაქვთ. თუ არ გადაიღლებით და გადაიტვირთებით კვირა გექნებათ ნაყოფიერი როგორც შემოქმედებითი, ისე ფინანსური და პირადი კუთხით.

♏მორიელი - აი, ვინ არის კიდევ ერთი ფავორიტი, ხდებით უფრო შარმიანი, მიმზიდველი და ქარიზმატული. წარმატების შანსები იმატებს. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსები მოიმატებს. სამსახურში დაფასებული ხდებით და შესაძლოა, პროექტებიც კი დაგიფინანსონ.

♐მშვილდოსანი - სასწაულად ქარიზმატული და ენერგიული ხართ, საოცარი უნარი გაქვთ ამ კვირაში მიიღოთ დივიდენდები, ხართ საოცარი ორატორი და წარმატებების შანსი მაღალია. ახლა თქვენც დაეხმარებით სხვებს, სხვებიც დაგეხმარებიან თქვენ და ავტორიტეტი ერთიორად გაიზრდება.

♑თხის რქა - შესაძლოა, ამ კვირაში ფინანსური შესაძლებლობები გაიუმჯობესოთ, მე გთხოვთ გახდით ექსტრავერტი, ვიცი არ გიყვართ, მაგრამ ეს აუცილებელია. უნდა იაქტიუროთ და ახალი იდეები ჩამოაყალიბოთ, რაც მომავალში წარმატების ფაქტორს ერთიორად გაგიზრდით.

♒მერწყული - თქვე ახლა ხდებით უფრო ლოგიკურები და პრაგმატულები. ფანტაზიების დაოკების კვირაა, რაც კარგ შედეგს გამოიღებს და თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საინტერესო იდეების რეალიზაციის კვირა გაქვთ.

♓თევზები - აი, ვინ არის ამ კვირის მთავარი ფავორიტი, გაიხარეთ. ფანტასტიკური პერიოდი გეწყებათ, თქვენი ენერგოტონუსი და იღბლიანობა დღითი დღე იმატებს. ეს არის პერიოდი, როდესაც თქვენი პირადი ურთიერთობები გაუმჯობესდება და თვალები  გაგიბრწყინდებათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ის, ვინც სინამდვილეში ფოტო გადაიღო, იჯდა გაცქნაფული და არ გამომექომაგა, და ის იყო მონაზონი - და მე მწირავდა უსამართლობისთვის“ - დედა სიდონია

🔵მზე თევზებშია - ვინ არიან მომდევნო თვის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები

🔵რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ?