Digest Logo

🎥 „ადრე თუ გვიან ეს დასრულდება, ჩამოვარდნა ძალიან მტკივნეულია“ - რა არის მანიის ფაზა, ფსიქოთერაპევტის განმარტება

1754921888
 ნინა მენაღარიშვილი

მანიის ფაზა არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხშირად ასოცირდება ბიპოლარულ აშლილობასთან. 

ეს ფაზა წარმოადგენს ძალიან მომატებული განწყობის, ენერგიისა და აქტივობის პერიოდს, რომელიც ხშირად სცდება ნორმალურ ემოციურ რეაგირებას და ყოველდღიურ ფუნქციონირებას არღვევს.

მანიური ფაზა შეიძლება, გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომით. ყველაზე გავრცელებულია:

  • გაძლიერებული ან გაბერილი თვითშეფასება — სარწმუნოება, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფერი ან აქვს განსაკუთრებული ძალები.
  • ძილის შემცირებული საჭიროება — შეიძლება მხოლოდ 2–3 საათი ეძინოს და მაინც ენერგიულად გრძნობდეს თავს.
  • ლაპარაკის დაჩქარება (ლოგორეა) — მუდმივად ლაპარაკობს, სხვების ჩარევის გარეშე.
  • აზრების მოჭარბებული ნაკადი — ფიქრები სწრაფად ეცვლება, რაც შეიძლება სხვებისთვის გაუგებარი იყოს.
  • მოძრაობის მომატება ან აგიტაცია — შესაძლოა მოიმატოს აქტივობამ პირად, პროფესიულ ან სოციალურ ასპარეზზე.
  • იმპულსური ქცევა — ფულის უაზრო ხარჯვა, სექსუალური თავშეუკავებლობა, რისკიანი ქცევები.

რატომ არის საშიში და საყურადღებო ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა ადამიანისთვის - ამ თემაზე ფსიქოთერაპევტი ნინა მენაღარიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს:

„თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თქვენს გარშემო ტრიალებს დედამიწა, ცოტა გძინავთ, გაგახსენდათ ისიც, რაც სკოლაში გაქვთ ნასწავლი, ხართ ზედმეტად პროდუქტიული, გენანებათ დროის დაკარგვა დაძინებაში, ჭამაში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენ შედიხართ, ან უკვე ხართ მანიის ფაზაში.

ეს ფსიქიკის აჩქარებას ნიშნავს. მიუხედავად თქვენი ინტელექტუალური სიმდიდრისა, უნდა იცოდეთ, რომ ეს ფსიქიკის სარეზერვო ენერგიის ხარჯზე და ადრე თუ გვიან ეს დასრულდება, ჩამოვარდნა ძალიან მტკივნეულია“, - ამბობს ნინა მენაღარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ქალაქი, რომელიც მუდამ ჩემთანაა, ჩემს გულში და ჩემს ფიქრებშია, ეს სიყვარული მარადიულია, მეტი განვითარება ახალციხეს!“ - ვარლამ წიკლაური

🎥 „რაც დრო გადის ვხვდები, რომ ძალიან მაკლიხარ, ჩემო უბოროტო, კეთილო, პოზიტიურო“ - კესარია აბრამიძეს მეგობარი იხსენებს

როგორ იმოქმედებს სავსე მთვარის მკაცრი ენერგიები დედამიწაზე და როდემდე გასტანს საგანგებო პერიოდი