Digest Logo

„მომატებულია ემოციურობა, ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი, ქმედება, სიტყვები“ - ასტროლოგი 30 ივნისის სავსემთვარეზე

1782764808
სავსემთვარეობა

სავსემთვარეობა თხის რქაში, 30 ივნისს, 03:36-ზე, სავსემთვარეობა გველოდება.

ამ დღეს მზე კირჩხიბშია, მთვარე თხის რქაში.

🌙♑️☀ თხის რქა არის: კარიერა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა, ამბიციურობა. ამ სავსემთვარეობის შემდეგ მოგინდებათ დაგეგმილის შესრულება, მიზნების განხორციელება. განსაკუთრებით ადრე დაგეგმილის, გადადებულის, რადგან კირჩხიბში მყოფი მერკური რეტროგრადულია.

🌙♑️☀ კირჩხიბი არის: ოჯახი, უძრავი ქონება, ემოციურობა, უსაფრთხოება. უნდა იყოთ ძლიერი საოჯახო საქმეების მოგვარებისას, პასუხისმგებლიანი ვალდებულებების მიმართ.

🌙♑️☀ დაიცავით ბალანსი საოჯახო საქმეებსა და სამსახურებრივ ვალდებულებებს შორის. სავსემთვარეობაზე ყოველთვის მომატებულია ემოციურობა. ეცადეთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი, ქმედება, სიტყვები.

🌙♑️☀ თხის რქის მმართველი სატურნია, რომელიც ახლა ვერძში მდებარეობს და სავსემთვარეობაზე ცუდად ასპექტირდება. ამიტომ გამოავლინეთ სერიოზულობა, მიაქციეთ ყურადღება შეცდომებს საქმეებში, ურთიერთობებში და გამოასწორეთ. შესაძლებელია საუბარი უფროებთან (თანამდებობით, ასაკით). მოერიდეთ კონფლიქტს უფროსებთან.

🌙♑️☀ ვერძში მყოფ ნეპტუნთან ასპექტი მოგვიწოდებს, მოვეშვათ ღრუბლებში ფრენას, ბუნდოვანებას, ილუზიებში გადავარდნას. იყავით დაკვირვებული, არ ენდოთ საეჭვო ტიპებს, სიტუაციებს. მოერიდეთ ალკოჰოლს, მათრობელა საშულებებს.

🌙♑️☀ სავსემთვარეობის ამბები აქტიური იქნება 15 ივლისამდე, ამ დღეს ახალმთვარეობა გველოდება კირჩხიბში. სავსემთავრეობის შემდეგ ახალმთვარეობამდე დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება, დაალაგეთ კარადები, მოიცილეთ ძველი და უსარგებლო.

ასევე დაგაინტერესეთ:

რატომ ვიწესებთ ვიწრო საზღვრებს? - ფსიქოლოგი საკუთარი მასშტაბის შიშზე

„სიწმინდე სხვა არაფერია, თუ არა ღვთის ნებასთან თანხვედრა“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

29 ივნისი: თარიღი, რომლის შესახებაც წინასწარ უნდა იცოდეთ - „საკუთარ თავთან გულწრფელი საუბრის დროა“