Digest Logo

მოულოდნელი სიურპრიზი, ახალი შესაძლებლობები და ფინანსური სარგებელი - როგორი იქნება სექტემბრის პირველი კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1756707452
ტაროს პროგნოზი

2025 წლის ზაფხული დასრულდა. შემოდგომის დასაწყისი ბევრი ადამიანისათვის ცვლილებებთან ასოცირდება. სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, სამსახურისა და ახალი პროექტებისთვის ემზადებიან და სამომავლო გეგმებსაც ადგენენ. შემოდგომის პირველი კვირა არაერთ სიახლეს გვიმზადებს.

ვნახოთ, ასტროლოგიური პროგნოზი, თუ როგორი იქნება ის ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებისათვის:

ვერძი

კვირის განმავლობაში იგრძნობთ, რომ თქვენი ძალა, ენერგია იზრდება და განწყობაც შესამჩნევად უკეთესია. მოგინდებათ, თამამი ნაბიჯები გადადგათ და თითოეული წვრილმანით დატკბეთ. ეს შესანიშნავი პერიოდია დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, სამომავლო გეგმების შედგენისთვის. შესაძლოა, კვირის განმავლობაში წარსულში დატოვებული ადამიანებიც გამოჩნდნენ, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით, რომ დასახულ მიზნებს მიჰყვეთ. მომატებული ენერგია და მოტივაცია მოგცემთ შანსს, რომ თქვენი ოცნებებისაკენ პირველი ნაბიჯები გადადგათ და სასურველი ცვლილებების განხორციელება დაიწყოთ. 

კურო

კვირის განმავლობაში ყურადღებას სახლზე, ოჯახსა და ახლო ურთიერთობებზე გაამახვილებთ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავი ადამიანები ნახოთ, სტუმრად წახვიდეთ და სასიამოვნო კომუნიკაცია ააწყოთ. კვირის განმავლობაში დადებითი განწყობა დაგეხმარებათ, რომ არსებულ საქმეებს ნაბიჯ-ნაბიჯ, შფოთვის გარეშე მიჰყვეთ და განხორციელება დაიწყოთ. ასევე, შესაძლოა, ამ კვირის განმავლობაში ფინანსებთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მიმდინარე კვირაში ცვლილებების სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ შეიძლება, გარეგნობის, იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტოთ.

ტყუპები
 
 მოვლენების ტემპი გაიზრდება და ცხოვრება უფრო დინამიური გახდება. მოგზაურობები, ნათესავებთან შეხვედრები, საქმიანი ვიზიტები - კვირა სხვადასხვა თემაზე კომუნიკაციით იქნება დატვირთული. საკუთარი აზრების გაზიარება მოგინდებათ. შესაძლოა, საქმიან საკითხებში ან მიმოწერებში გარკვეული გაუგებრობები გაჩნდეს, მაგრამ ეს თქვენს ინიციატივას ვერ შეაჩერებს. აქტიური სოციალური ცხოვრება და საინტერესო შთაბეჭდილებები გელით.

კირჩხიბი

თქვენი ფიქრები ფინანსებთან, ღირებულებებთან და უსაფრთხოების განცდასთან იქნება დაკავშირებული. ამ თემების მიმართ უფრო ყურადღებიანი გახდებით. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური საკითხები შეიძლება, ასე სწრაფად არ განვითარდეს, ძველი იდეები თავს კვლავ შეგახსენებთ და ამჯერად, მათ გადადებას ვეღარ შეძლებთ. მიმდინარე კვირის განმავლობაში გექნებათ შანსი, სწორედ ძველი იდეები ან ის საქმეები, რომლებიც ერთ დროს დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ განვითარება აღარ გიცდიათ, საბოლოოდ დაასრულოთ და კარგი შედეგიც მიიღოთ.

ლომი

ლომებისათვის განახლების ეტაპი იწყება. ეს იქნება პერიოდი, რომელიც თქვენს რეალურ სურვილებსა და საჭიროებებზე დაგაფიქრებთ და გაჩვენებთ, რა მიმართულებით უნდა განაგრძოთ წინსვლა. თვითგამოხატვის დიდი სურვილი გექნებათ და შესაბამის გზასაც იპოვით. მეგობრებისა და თანამოაზრეების მხარდაჭერა კი მოგცემთ მოტივაციას, რომ თქვენს ცხოვრებაში იმ ცვლილებების განხორციელება დაიწყოთ, რომლებზეც უკვე დიდი ხანია, ფიქრობთ. კვირის განმავლობაში სპონტანური შესყიდვების რისკიცაა. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ფინანსების გონივრულად განაწილებას ყურადღება მიაქციოთ.

ქალწული

თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ, თუ ცოტა ხნით ყოველდღიურ რუტინას გააჩერებთ და შინაგან სურვილებსა და განცდებს მოუსმენთ. ეს არის კვირა, რომელიც სხვადასხვა პროექტსა და პირად ცხოვრებაზე მნიშვნელოვნად დაგაფიქრებთ და გაიძულებთ, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოთ. საზოგადოებასთან, უფროსებთან, საქმიან პარტნიორებთან თქვენი კომუნიკაცია ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ყოველთვის. თუმცა, ბალანსის დაცვა და პირად საკითხებზე ფოკუსირება კვირის მთავარი ამოცანა გახდება.

სასწორი

სოციალურად დატვირთული პერიოდი გელით: მეგობრებთან შეხვედრები, თანამოაზრეებთან ურთიერთობა და ერთობლივ აქტივობებში მონაწილეობა სიხარულსა და ახალ იდეებს მოგიტანთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებთანაც ერთ დროს ახლოს იყავით, თუმცა დრომ კომუნიკაცია იშვიათი გახადა, ან გაიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ახალ თავგადასავალს შემოიტანენ. მნიშვნელოვანი პერიოდია გეგმების გასაზიარებლად, ახალი პროექტების დასაგეგმად და რჩევების მისაღებად.

მორიელი

თქვენთვის დგება ეტაპი, როდესაც სხვების ყურადღება სწორედ თქვენკენ იქნება მომართული. თქვენს ძალისხმევასა და მონდომებას დააფასებენ და მიიღებთ საჭირო მხარდაჭერას მაშინაც კი, თუ ამას თავად არ ითხოვთ. შესანიშნავი პერიოდია აქტიურობისთვის, განსაკუთრებით, სხვადასხვა ჯგუფთან მუშაობისთვის. თქვენი მონდომება და ენერგია დაფასდება და შედეგიც შესამჩნევი გახდება. გარდა ამისა, შესაძლოა, მოულოდნელი შეთავაზებები და ბონუსები მიიღოთ, რაც მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მოგზაურობის ან ჰორიზონტის გაფართოების ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ეს კი დიდ ბედნიერებას მოგიტანთ. გექნებათ ძალიან ძლიერი მოტივაცია, რომ სურვილები აისრულოთ და გააკეთოთ ის, რაც მთელი გულით გინდათ. ცვლილებების დასაგეგმად შესანიშნავი პერიოდია. კომუნიკაცია გამარტივდება. თუ ადრე კონკრეტულ წრეებში კომუნიკაცია გიჭირდათ ან რაიმეს შესრულება რთულად გეჩვენებოდათ, ახლა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და გექნებათ შანსი, თამამი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

თხის რქა

კვირის განმავლობაში ტრანსფორმაციისა და საკუთარი თავის გარდაქმნის სურვილი გექნებათ. ფინანსური საკითხები გააქტიურდება და გარკვეული თემების საბოლოოდ გადაწყვეტა მოგიწევთ. ადამიანებთან ურთიერთობები უფრო სიღრმისეული გახდება. ეს კვირა გაძლევთ შანსს, აღადგინოთ ის, რაც ოდესღაც დაიკარგა. იქნება ეს კომუნიკაცია, ნაცნობობა, პროექტები, გარკვეული საქმეები თუ სხვა. გულწრფელობა კავშირების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ყურადღება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე გადაინაცვლებს. ეს თქვენთვის შესაძლებლობაა, თქვენს პარტნიორობას გარედან შეხედოთ და შეამჩნიოთ ის, რასაც აქამდე ვერ ხედავდით. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყოფილი შეყვარებული, პარტნიორი გამოჩნდეს და უჩვეულო დიალოგი შედგეს. ეს კი გაძლევთ შანსს, რომ საბოლოოდ განსაზღვროთ საკუთარი პრიორიტეტები, ჩამოაყალიბოთ, რისი მიღება გსურთ ურთიერთობებისგან და დაემშვიდობოთ იმას, რასაც განვითარების შესაძლებლობა აღარ აქვს.

თევზები

საქმეების, ჯანმრთელობისა და ჩვევების მიმართ უფრო ყურადღებიანი გახდებით. ეს არის პერიოდი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვის აუცილებლობაზე დაგაფიქრებთ და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაშიც დაგეხმარებათ. შესანიშნავი პერიოდია იმისათვის, რომ კვებითი ჩვევები შეცვალოთ, ფიზიკურ აქტივობას მიანიჭოთ უპირატესობა, ჯანმრთელობა შეიმოწმოთ, მენტალურ სიჯანსაღეზე იფიქროთ და განიტვირთოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 7 სექტემბერს გვაქვს წლის ბოლო მთვარის დაბნელება: „მოერიდეთ კამათსა და სარკაზმს...“ - ასტროლოგის რჩევები და გაფრთხილება!

⭕როგორი ამინდი იქნება 4 სექტემბრამდე საქართველოში - მეტეოროლოგის პროგნოზი

⭕ „წარმატება თქვენს მხარესაა, ნებისმიერი წამოწყება შედეგიანად დასრულდება“ - 1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge