Digest Logo

„მთავარი ამოცანაა, ერთმანეთისგან გაარჩიოთ რეალური პერსპექტივა და ილუზია“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

1791274274
ქეთევან ჯანდიერი

ეზოტერული ზოგადი პროგნოზი, მიმდინარე კვირისთვის (5–11 ოქტომბერი):

ამ კვირას დავასათაურებ ასე: „იღბალი ძველ კვალს უბრუნდება“. 

ეს კვირა ძველ გეგმებს, კავშირებსა და შესაძლებლობებს აბრუნებს. წარსულში მიღწეული წარმატებები ახალი წინსვლის საყრდენი ხდება. დანაკარგი შეიძლება მოგებასაც შეერწყას, თუმცა ვინც არაფერს გასცემს, ის ვერც ვერაფერს მოიგებს.

მნიშვნელოვანია წესრიგი და გათვლა, მაგრამ ზედმეტმა სიფრთხილემ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ შედეგმა აქტუალობა დაკარგოს. მთავარი ამოცანაა, ერთმანეთისგან გაარჩიოთ რეალური პერსპექტივა და ილუზია.

კვირის ტენდენციებია:

▫️ დაკარგულის დაბრუნება

▫️ მოგება ნაკლებად სარისკო ან რთული ინვესტირების გზით

▪️ ავარიების გაზრდილი რისკი

▪️ გეგმების მოულოდნელი ცვლილება.

📌 პიროვნებისთვის: ადგილზე ნუ გაჩერდებით! დაგროვილი გამოცდილება და მიღწევები პიროვნული ზრდის საწვავად იქცევა. აუცილებელია მოძრაობა და საკუთარ თავზე მუშაობა. ახლა ცვლილებები მათთან მოდის, ვინც თავად მიდის მათ შესახვედრად. თუმცა სითამამე ავანტიურიზმად არ უნდა გადაიქცეს, ხოლო შეუპოვრობა, უხეშობად. შეინარჩუნეთ დიპლომატიურობასა და თავდაჯერებულობას შორის სწორი ბალანსი. ეს პერიოდი საშუალებას გაძლევთ, დაკარგული დრო და შესაძლებლობები აანაზღაუროთ, ამიტომ პოზიტიური განწყობა არ დაკარგოთ.

ამ კვირის ტენდენციები:

▫️ წესრიგს შედეგი მოაქვს

▫️ ბედის მინიშნებები აქტიურად იქნება

▪️ საშიში თვითმოტყუება

▪️ ენერგიის მკვეთრი ცვალებადობა .

📌 სამსახური და საქმე: წინ მიიწევენ ისინი, ვინც საკუთარ საქმეს კარგად ფლობს. განსაკუთრებით წარმატებული იქნება ის პროექტები, რომლებსაც მყარი საფუძველი აქვს. ძველი კავშირები და პარტნიორები შეიძლება კარგი შეთავაზებებით დაბრუნდნენ, თუმცა არჩევანი გონივრულად გააკეთეთ. რეზერვების ხარჯვა ახლა აუცილებელი არ არის, ამიტომ ზოგიერთი ხარჯი ჯობს დროებით შეაჩეროთ. ენდეთ დროში გამოცდილ გუნდს.

ამ კვირის ტენდენციებშია:

▫️ მომავლისთვის დადებული ხელშეკრულებები

▪️ გაზრდილი კონკურენცია.

📌 სიყვარული: ურთიერთობები ჩართულობასა და სიმტკიცეს მოითხოვს. პარტნიორმა შესაძლოა გაგაოცოთ და ეს ყოველთვის სასიამოვნო სიურპრიზი არ იქნება. თუ ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია, შეეცადეთ, პარტნიორის პოზიცია გაიგოთ, მაგრამ თუ ურთიერთობამ უკვე ამოწურა თავი, ნუ ჩაეჭიდებით იმას, რაც დასრულებულია.

საერთოდ კი, სჯობს ურთიერთობაში წონასწორობა აღადგინოთ, ვიდრე კამათში გაიმარჯვოთ (ახალი ნაცნობობისთვის ხელსაყრელი დღეებია: სამშაბათი, პარასკევი და შაბათი).

📌 ახლა კი, თქვენთვის ყველაზე საინტერესო, ყოველი დღის ენერგიის პროგნოზი..

5 ოქტომბერი, ორშაბათი.

ძალისხმევას სარგებელი მოაქვს. დღე ცვალებადი წარმატებით ჩაივლის.. სირთულეებს წარმატება შეცვლის.. იღბალი მათ მხარესაა, ვინც რთული გადაწყვეტილებების მიღებას არ ერიდება. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და კონფლიქტებს, რადგან დღის ენერგია საკმაოდ ფეთქებადი და ავარიულია. იბრძოლეთ თქვენთვის მნიშვნელოვანისთვის და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ (24-ე მთვარის დღე).

6 ოქტომბერი, სამშაბათი.

დაეყრდენით მოკავშირეებს. აქტიურად წაიყვანეთ წინ საქმეები და პირადი ინტერესები. ავტორიტეტი ბევრ კარს გაგიხსნით, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ საკუთარ შესაძლებლობებში ზედმეტად არ გათავხედდეთ. იფიქრეთ მასშტაბურად და საკითხები რადიკალურად გადაწყვიტეთ. სხვისი წარუმატებლობა შესაძლოა თქვენს წარმატებად იქცეს, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით მოვლენებს (25-ე მთვარის დღე).

7 ოქტომბერი, ოთხშაბათი.

ხელში დაჭერილი ჩიტი უფრო საიმედოა, ვიდრე ცაში გაფრენილი წერო. აიღეთ საკუთარ თავზე მნიშვნელოვანი საქმეები და ნუ შეგეშინდებათ მაქსიმალური ძალისხმევის. დღის ენერგია რთულია, თუმცა ის, ვინც სირთულეების გადალახვა იცის, საბოლოოდ მოიგებს. დღის შუა პერიოდში, შესაძლოა გარკვეული გამოცდები გამოჩნდეს, ამ შემთხვევაში ჯობს უბრალოდ მოითმინოთ და მოვლენებს თვალი გადაავლოთ. საღამოს, თუ ენერგია დაგრჩათ, რამდენიმე წარმატებული საქმის გაკეთებაც შეგიძლიათ (26-ე მთვარის დღე).

8 ოქტომბერი, ხუთშაბათი.

წესრიგი შესაძლებლობებს ქმნის. პრაქტიკულობა და საქმიანი მიდგომა გადამწყვეტი იქნება. შეადგინეთ მკაფიო გეგმა და მიჰყევით მას. ნუ გადაუხვევთ დასახულ გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი დაკარგოთ. იქ, სადაც სწრაფი მოქმედებაა საჭირო, ნუ დააყოვნებთ, ხოლო იმას, რასაც თავისი დრო აქვს, ნუ დააჩქარებთ (27-ე მთვარის დღე).

9 ოქტომბერი, პარასკევი.

სიმშვიდე გამოცდას უძლებს.. დილიდან მაქსიმალური შედეგის მისაღწევად იმოქმედეთ. ამისთვის ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი კავშირი გამოიყენოთ. ნუ ენდობით ლამაზ დაპირებებს.. ყველაფერი საქმით გადაამოწმეთ. საღამოს ტემპი შეანელეთ და საკუთარ თავს დაუთმეთ დრო. ახალი ნაცნობობა თავს არ დააყოვნებს (28-ე მთვარის დღე).

10 ოქტომბერი, შაბათი.

შეინარჩუნეთ შინაგანი წონასწორობა. ახალი მთვარე ახალ ციკლს იწყებს და განახლებისკენ გიბიძგებთ. დაფიქრდით, რისი მიღება გსურთ მომდევნო მთვარის ციკლში, თუმცა ცარიელ ოცნებებში ნუ ჩაიკარგებით. დაიცავით შინაგანი ენერგია და დღე იმ საქმიანობას დაუთმეთ, რომელიც სიმშვიდესა და ჰარმონიას განიჭებთ (29-ე მთვარის დღე, საღამოს ახალი მთვარე).

11 ოქტომბერი, კვირა.

კამათი საქმეებს აფერხებს. ნეიტრალური განწყობა საუკეთესო არჩევანი იქნება. მიჰყევით მოვლენების დინებას, სანამ სხვები ფუსფუსებენ და ყველაფრის შეცვლას ცდილობენ. ჩაუღრმავდით პირად ცხოვრებას და საქმეები მეორე პლანზე გადაიტანეთ.თუმცა, თუ მუშაობა მაინც გიწევთ, ნუ მოგერიდებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება (2-ე მთვარის დღე).

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ აღვადგინოთ კანი ზაფხულის შემდეგ, რომელი პროცედურებია ეფექტური და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას? - ნათია თოდუას რეკომენდაციები

🎥 „ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ღმერთი უხილავად გეხმარება“ - გაიცანით 5 შვილის დედა ეკა მარშანია

🎥 „თუ გადადგამ ამ ნაბიჯებს, აღარ იქნები დამოკიდებული სამსახურზე!“ - ფინანსური დამოუკიდებლობა, როგორც ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განმსაზღვრელი ფაქტორი

✕