„როგორ გროვდება კარმა და რა არის ინკარნაციული გამოცდილებები“, - ამის შესახებ ასტრო-ფსიქოლოგი თამარ აქუბარდია საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს.
კარმა – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფციაა ინდუიზმის და ბუდიზმის ფილოსოფიაში. თავად ტერმინის „კარმა“ სანსკრიტიდან ითარგმნება, როგორც ქმედება, მოღვაწეობა ან შრომა, ამასთან, არა მარტო ფიზიკური. მოქმედებებს შეიძლება მივაწეროთ სიტყვები, აზრები და სურვილებიც.
ყველასთვის გასაგებ, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, კარმა – ეს არის სამყაროს კანონი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის ქმედება მის ბედზე ახდენს გავლენას. რაც ნიშნავს, რომ თქვენი ცხოვრება თქვენ მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია. ეს აზრი რომ განვავრცოთ, გამოდის, რომ ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს ცხოვრებაშია, აგრეთვე, ყველაფერი ცუდიც მასში თავად მოვიზიდეთ.
„ორი ადამიანის ერთი რუკა რომ ავიღოთ, შესაძლოა, აქ იყოს სხვადასხვა გამოცდილება, მნიშვნელოვანია როდესაც კარმულ ასტროლოგიაში გადავდივართ ვიკვლიოთ რამდენად გამოცდილია თუ გამოუცდელია სული.
სულს აქვს ყოველთვის რაღაც ზეციური მისია, რომელსაც მიუყვება და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისთვის არამედ შესაბამისობაშია სამყაროს კანონებთან მიმართებაში - სული ხდება, როგორც იარაღი მაღალი არსებების ან დიდი სამყაროს რაღაც მისიის მხრივ, როგორც ინსტრუმენტი და ამასობაში, როცა მიყვება ამ სულიერ პროგრამას ადამიანის სული მაგალითად იქ არის უკვე პირად კითხვაც - „მე ამას ვაკეთებ, მაგრამ მე ამასობაში რაღაც მტკივა, რაღაცებს ვაკეთებ მაგრამ აქედან მე რა სარგებელი მაქვს.“ აი ამ ფსიქოლოგიურ პატერნში ყოველთვის მივდივართ ნეგატიურ კარმაში.
ყველაზე მთავარი არის შინაგანი ნათელის გაღვიძება, თუნდაც პრობლემებზე, რადგან იმ ნათელის ენერგიით ჩვენ ვიღებთ ენერგიას და ნეგატივს ჩვენ ვკარგავთ და თუ ნეგატივს ვეხებით იქ ვიკარგებით კიდევ უფრო მეტად.
კარმული ასტროლოგია უყურებს სისტემას, ადამიანს, რომელშიც დრო არ არსებობს წინა და მომავალი ცხოვრება ერთ მასშტაბში არის“, - ამბობს თამარ აქუბარდია.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ შევინახოთ მწვანილი? - რჩევები სურსათის უვნებლობის სპეციალისტისგან
⭕„15 წელი ისე ვიცხოვრე, ჩემი ქმრის ტელეფონში ცალი თვალითაც არ გამიხედავს“ - ხატია სიჭინავა