Digest Logo

„ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული...“ - მიმდინარე კვირის დღეების ასტროპროგნოზი

1770035981
ჰოროსკოპი ჰოროსკოპი

მიმდინარე მიმდინარე კვირის დღეების ასტროპროგნოზი:

ორშაბათი 

გეომაგნიტური დღე

დღეს სავსემთვარეობაა-მზის და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება. იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ ემოცია. არ ვარგა ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება-გასესხება. ფინანსური გარიგებები, ყურის გახვრეტა, ადგილსამყოფლის შეცვლა, ნიშნობა, ქორწინება. კარგია შემოქმედებითი მუშაობა. ატარეთ ბორდოსფერი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი ან გიშერი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ხერხემალი, გულსისხლძარღვოვანი სისტემა.

პოზიტიური დღეა: სასწორებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის, კუროებისთვის

სამშაბათი

არ ვარგა ახალი ნაცნობობა, ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, სარისკო მოქმედებები. კარგია მოგზაურობა, საბანკო-საფინანსო ოპერაციები. ატარეთ ვერცხლისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი ან ონიქსი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ოთხშაბათი

ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული. მოერიდეთ ქორწინებას, გამოცდების ჩაბარებას, ახალ ნაცნობობას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და რისკს. კარგია ვაჭრობა. ატარეთ მწვანე, ნაცრისფერი, ყვითელი, კრემისფერი ან ნარინჯისფერი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი, ოპალი ან მალაქიტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა.

პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის

ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ხუთშაბათი

გეომაგნიტური დღე

მოულოდნელი შეხვედრების დღეა. მოერიდეთ ხალხის მასებს, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. კარგია საფინანსო-საბანკო ოპერაციები, ქორწინება, მკურნალობის დაწყება. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ნეფრიტი, ჟადეიტი ან ლაზურიტი. სიზმარს დაუკვირდით. სუსტდება ელენთა, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ყელი, ენდოკრინული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის

ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

პარასკევი

არ მოექცეთ სხვათა ზეგავლენის ქვეშ. მოერიდეთ მოძრავი ქონებით ვაჭრობას, ცხოველების კასტრაციას. კარგია აპარატურის შეძენა, ქორწინება, ექიმთან კონსულტაცია. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, მწვანე ან ყვითელი სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ციტრონი. სიზმარი ახდება. სუსტდება კანი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები, ყელი.

პოზიტიური დღეა: მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის

შაბათი

მეტი ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. კარგია მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება, ქორწინება. მოერიდეთ სულსწრაფობას და რისკს. ატარეთ ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ნაცრისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი ან ტოპაზი. სიზმარს მიაქციეთ ყურადღება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები.

პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის

ნეგატიური დღეა: თხის რქებისთვის, თევზებისთვის

კვირა

გეომაგნიტური დღე

მაღალია სასიყვარულო პრობლემების ალბათობა. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, ადგილსამყოფლის შეცვლას, ფულის სესხება-გასესხებას. კარგია კოსმეტიკური პროცედურები, თმის შეჭრა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ატარეთ წითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი ან ზურმუხტი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება შარდ-სასქესო და რეპროდუქციული სისტემა.

პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის

ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მდაბალი ადამიანისათვის, საშინელი სამსჯავრო აღარ იქნება საშინელი...“ - თეოდორე გიგნაძე

⭕როგორ უნდა მოვხარშოთ ლობიო სწორად - არუნ ხათრის რეცეპტი

⭕„ამ დღეებში დაწყებული ყველაფერი, დროის ფუჭად კარგვა იქნება...“ - ეკა კვარაცხელია თებერვლის კრიტიკულ პერიოდზე

წყარო: tbiliselebi.ge