ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 31 იანვრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი 31 იანვრისთვის
მთვარის დღე: 13 / 14
მთვარის ფაზა: მზარდი მთვარე კირჩხიბში
ვერძი
არ გადადოთ გადაუწყვეტელი საკითხები — ეცადეთ პასუხები მაშინვე იპოვოთ. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. კამათში ნუ მოახდენთ ზეწოლას სხვებზე პატივი ეცით განსხვავებულ აზრს. საოჯახო საქმეებიც თქვენს ჩართულობას მოითხოვს. შესაძლებელია მცირე გადალაგება ან დალაგება სახლში.
კურო
დღეს შესაძლოა მოგეჩვენოთ სიზარმაცე და ოცნებებში ჩაძირვა, თუმცა აუცილებელია აქტიურობა და შრომა. 31 იანვარს თქვენი პროფესიული წინსვლა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებით საქმეებს. გჯეროდეთ საკუთარი ძალების.
ტყუპები
იყავით უფრო ფრთხილი კომუნიკაციაში — იურთიერთეთ მათთან, ვინც მხარს გიჭერთ და სწორ რჩევებს გაძლევთ. კარგი დღეა თქვენი შესაძლებლობების საჩვენებლად ხელმძღვანელობის წინაშე. დაეყრდენით საკუთარ ძალებს, აკონტროლეთ პროცესები.
კირჩხიბი
დღეს შესაძლოა მცირე სურვილები აგისრულდეთ, ამიტომ სწორად მიმართეთ თქვენი ენერგია. რთული სიტუაციები დაგეხმარებათ საკუთარი ძლიერი მხარეების გამოვლენაში. მარტოხელებისთვის არის შანსი მნიშვნელოვანი გაცნობისა და ურთიერთობის დაწყების.
ლომი
გაქვთ ბევრი საინტერესო იდეა, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხნით გადადოთ მათი განხორციელება. გარშემომყოფებმა შეიძლება გაგაღიზიანონ გამოიჩინეთ მოთმინება. უმჯობესია იმუშაოთ მარტო და ყურადღება გაამახვილოთ მთავარ საქმეებზე.
ქალწული
დღეს მოგიწევთ ფინანსური საკითხების განხილვა და მატერიალურ თემებზე გადაწყვეტილებების მიღება. თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისგან. ახალი ნაცნობების მიმართ იყავით ფრთხილად შესაძლებელია შეცდომაში შეყვანა.
სასწორი
წინდახედულობა დაგეხმარებათ დღემ დანაკარგების გარეშე ჩაიაროს. გქონდეთ მკაფიო გეგმა და ალტერნატიული ვარიანტები. ემოციები აკონტროლეთ და კოლეგებთან ურთიერთობა პროფესიულ ჩარჩოებში დატოვეთ.
მორიელი
დღეს მოგიწევთ გარემოებებთან შეგუება და გეგმების შეცვლა. ნუ დაკარგავთ კარგ განწყობას — გაიხსენეთ თქვენი წარსული წარმატებები. პირად ურთიერთობებში სჯობს მნიშვნელოვანი საუბრები სხვა დღისთვის გადადოთ დღეს კომპრომისის პოვნა რთული იქნება.
მშვილდოსანი
დღეს დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს. სხვების რჩევებმა შესაძლოა მეტი ზიანი მოგიტანოთ, ვიდრე სარგებელი. სამუშაო უკეთ წავა, თუ კრეატიულ მიდგომას გამოიყენებთ და რუტინას უჩვეულოდ მიუდგებით.
თხის რქა
აქტიურობა და მოძრაობა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში. თუმცა ახლობლებთან ურთიერთობაში იყავით ფრთხილად კონფლიქტის ალბათობა არსებობს. მცირე საქმეებს ნუ უგულებელყოფთ მათი გადადება პრობლემებს გაზრდის.
მერწყული
მოემზადეთ მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ შეხვედრებისთვის. ახალი ნაცნობები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს მომავალში. სამსახურში გამოიჩინეთ თავდაჯერება და სიმტკიცე ეს გაგაძლიერებთ და სასურველ შედეგს მოგიტანთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
თევზები
დღე დატვირთული იქნება, ამიტომ დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. მეტი კომუნიკაცია და აზრების გაზიარება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაძლებელია განსაკუთრებული გაცნობა. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს — კრიტიკამ შეიძლება გული ატკინოს სხვას“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: