
პოზიტიური და ნეგატიური დღეები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - კვირის დღეების ასტროპროგნოზი:
ორშაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან გაცემას, საიდუმლო სასიყვარულო კავშირებს. კარგია მოგზაურობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა, ქორწინება. ატარეთ ფირუზისფერი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გიაცინტი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები, თვალები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
სამშაბათი
გეომაგნიტური დღე
კარმული გამოცდის დღეა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას, სესხის აღებას. კარგია უცხოელებთან კონტაქტი, ქველმოქმედება, მგზავრობა, მცენარეების დარგვა, კაპიტალდაბანდება. ატარეთ ვერცხლისფერი, იისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი ან ფირუზისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი, ამეთვისტო ან გიშერი. სიზმარს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები, თვალები.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ოთხშაბათი
კარგია ტურისტული ლაშქრობა, საყიდლების გაკეთება, მგზავრობა. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან ქარვა. სიზმარი არ ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ხუთშაბათი
მოსალოდნელია მნიშვნელოვანი შეხვედრა. მოერიდეთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებას, თმის შეჭრას. კარგია ტექნიკასთან ურთიერთობა, მოგზაურობა, საყიდლების გაკეთება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი ან სერდოლიკი. სიზმარი ახდება. სუსტდება თავი, სისხლძარღვები, ცხვირი, გრძნობათა ორგანოები.
პოზიტიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
ნეგატიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
პარასკევი
გეომაგნიტური დღე
მოიმატებს ემოციურობა და ინტუიცია. კარგია მცენარეების დარგვა-გადარგვა, კონტრაქტის დადება, ქორწინება. მოერიდეთ სესხის აღებას, ახალი ფეხსაცმლის ჩაცმას, ანალიზების გაკეთებას. ატარეთ ფირუზისფერი, მწვანე, იისფერი, ვერცხლისფერი ან ლურჯი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გიაცინტი, ამეთვისტო ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ლიმფური და ნერვული სისტემა, ტერფები, თვალები.
პოზიტიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის, თევზებისთვის
ნეგატიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
შაბათი
გეომაგნიტური დღე
მოერიდეთ რისკს და სულსწრაფობას. კარგია ქორწინება, მშენებლობა, მცენარეების დარგვა-გადარგვა. ატარეთ ყავისფერი, ლიმონისფერი, ბეჟი ან მწვანე სამოსი, ქვებიდან კი აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი ან მარჯანი. სიზმარი ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი.
პოზიტიური დღეა: კუროებისთვის, კირჩხიბებისთვის
ნეგატიური დღეა: ლომებისთვის, სასწორებისთვის, მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის
კვირა
იყავით ფრთხილი. კარგია მშენებლობა, ახალი ნაცნობობა, შემოქმედებითი მუშაობა. არ ვარგა თმის შეჭრა, ახალი საქმის დაწყება. ატარეთ წითელი, ყვითელი, ლურჯი ან ცისფერი სამოსი, ქვებიდან კი მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო, ოპალი ან ქრიზოპრაზი. სიზმარი არ ახდება. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, ბრონქები, ფილტვები, ხელები, მხრები.
პოზიტიური დღეა: ვერძებისთვის, ტყუპებისთვის
ნეგატიური დღეა: ქალწულებისთვის, მორიელებისთვის
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ აღმოვაჩინოთ ანევრიზმა 5 წლით ადრე სანამ განვითარდება? - კოტე თოდუას რჩევები
⭕„წარმოსახვა ქმნის ახალ რეალობას და ის ზოგჯერ ნამდვილზე მნიშვნელოვანია...“ - რას წერს გია მურღულია