ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 4 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე საუბრობს:
„4 თებერვალი ტრანსფორმაციის დღე სულიერების მეშვეობით:
დღეს დღის საერთო ენერგია არის ციფრი 7 სიღრმე, შინაგანი ძიება და ცნობიერების გაძლიერება.
რა გავაკეთოთ:
ივარჯიშეთ იოგაში, მედიტაციაში, მოუსმინეთ მანტრებს;
იარეთ ფეხით 6–8 კმ, დაკავდით მსუბუქი სპორტით;
ეწვიეთ წმინდა ადგილებს, ილოცეთ;
იყავით სიმშვიდეში კრიზისული სიტუაციები დღეს სულიერი ზრდისთვის მოდის.
რას არ ვაკეთებთ:
სერიოზულ გადაწყვეტილებებსა და დოკუმენტების ხელმოწერას;
ეგოიზმსა და ზედმეტ მოთხოვნებს — ეს აძლიერებს შინაგან დაძაბულობას;
ტრიგერებზე სწრაფ რეაქციას დღეს ისინი აქტიურია;
ექიმთან ვიზიტს გადაუდებელი საჭიროების გარეშე.
ასევე დღეს ოთხშაბათია და განსაკუთრებით წარმატებულია 5, 14, 23 რიცხვში დაბადებულებისთვის (თქვენი ფერები: მწვანე და ლურჯი)“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: