Digest Logo

რატომ არ მუშაობს ტატუ, ანუ სად რა დავიხატოთ?

1791279553
ტატუ ტატუ ტატუ

დღეს უამრავ ადამიანს აქვს გაკეთებული ტატუ.

ასტროლოგიურად რომ განვიხილო, ზოდიაქოს ყველა ნიშანი განაგებს ჩვენი სხეულის კონკრეტულ ნაწილს: ვერძი თავს, ტყუპი ხელებს თითებიანად, თევზები ტერფებს და ა.შ.

ყველას აქვს თავისი სიმბოლო, თუ მის დახატვას აპირებთ.

არსებობს სხვა სიმბოლოებიც, რაც გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას, პირად ცხოვრებას, ჯანმრთელობას და ა.შ. ისინი კონკრეტულ ადგილას უნდა დაიხატოთ და კონკრეტულ დღეს.

მთვარის კალენდრის მიხედვით, არსებობს დღეები, როცა კარგია ტატუს გაკეთება და როცა დაუშვებელია. ამის გამოთვლა შეიძლება. ასტროლოგია იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი გაერკვეს რა აკლია, სად აკლია და როგორ გაიუმჯობესოს.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: მაგალითად, ხართ სასწორი და გინდათ გაიკეთოთ მზის გამოსახულების ტატუ. სასწორს მზე ცუდ პოზიციაში ჰყავს, ვერ იღებს საჭირო ენერგიას, უჭირს საკუთარი თავის გამოვლენა და ა.შ..

სასწორის მოპირდაპირე ნიშანია ვერძი და მას საერთოდ არ უჭირს პირველობა, მზე ეგზალტირებული ჰყავს. სად უნდა გაიკეთოს სასწორმა ტატუ? იქნებ თირკმელების ზონაში, რომელსაც სამედიცინო ასტროლოგიაში განაგებს?

მზის წნულიც შეიძლება, მაგრამ თუ მზის გააქტიურება გვინდა, ლომის ზონა უნდა ავირჩიოთ, სადაც მზე თავის სახლშია.

ვერძის ზონას (თავი) ვერ ავირჩევთ. დახვეწილი სასწორი შუბლზე ვერაფერს დაიხატავას, ადგილი გავარკვიეთ...

ახლა ვნახოთ რა დღეა?

თუ მთვარე კლებადია, რა გამოდის, მზის ენერგიას ვიკლებთ?

მაშინ რისთვის ვიკეთებთ?

ამიტომ, ვირჩევთ მზარდი მთვარის პერიოდს და არ უნდა იყოს სატანური დღეები, ამის გამოთვლაც შეიძლება. 

და ბოლოს, გადავწყვიტეთ, ვიხატავთ მზეს, დღე ვიცით, მთვარისაც, მაგრამ ვიცით, მთვარე ზოდიაქოს რა ნიშანს გადის? იქნებ მერწყულშია, სადაც მზე საერთოდ არ მუშაობს? ამიტომ, ისიც უნდა ვნახოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არაფრის გამარიაჟება ისე არ მინდება როგორც ამ სამის“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილის კადრებს აქვეყნებს

⭕„მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიების უმაღლესი გამოვლინებაა“ - მალხაზ გველუკაშვილი სიყვარულზე

⭕„რელიგია ხალხის საკონტროლო მექანიზმია“, ამას ისეთი ამაყი სახით ამბობენ, თითქოს სამყაროს უდიდესი საიდუმლო ამოხსნეს“ - რას წერს ვატო მსხილაძე

✕