Digest Logo

„მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიების უმაღლესი გამოვლინებაა“ - მალხაზ გველუკაშვილი სიყვარულზე

1791276946
მალხაზ გველუკაშვილი

მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი და ესოტერიკოსი მალხაზ გველუკაშვილი სიყვარულის შესახებ:

​ტრანსცენდენტალური სიყვარული, ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი.

​სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიების უმაღლესი გამოვლინებაა.

​ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს: მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში თანაარსებობენ.

​სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაირი ჭეშმარიტი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება - ისინი ადამიანთა დაცემული ნების, ანუ ნებელობის შედეგია და სიყვარულის საპირწონე, დაპირისპირებულ ცნებებად ვერ გამოდგებიან.

​რაც უფრო მეტად მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმა და ინტელექტუალურია იგი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ: „მთავარია სიღრმე და არა სიფართოვე“.

​P.S. როდესაც ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მწიგნობრობას...

მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება.

​ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც რაიმე წიგნი წაუკითხავს, მაგრამ სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსენი. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები, მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა.

​ისინი არ იქცეოდნენ არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატიკოსებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვეღარ ამჩნევენ...

​ისინი მყარად იდგნენ ფეხზე: თავს ასწევდნენ, ზეცას ხედავდნენ, დახრიდნენ - მიწას.

ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და იყვნენ ასეთები იმიტომ, რომ მათ უბრალოდ და წრფელად უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რელიგია ხალხის საკონტროლო მექანიზმია“, ამას ისეთი ამაყი სახით ამბობენ, თითქოს სამყაროს უდიდესი საიდუმლო ამოხსნეს“ - რას წერს ვატო მსხილაძე

⭕„მთავარი ამოცანაა, ერთმანეთისგან გაარჩიოთ რეალური პერსპექტივა და ილუზია“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

🎥 როგორ აღვადგინოთ კანი ზაფხულის შემდეგ, რომელი პროცედურებია ეფექტური და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას? - ნათია თოდუას რეკომენდაციები

✕