Digest Logo

🎥 „არაფრის გამარიაჟება ისე არ მინდება, როგორც ამ სამის“ - ნუკი კოშკელიშვილი ქმარ-შვილის კადრებს აქვეყნებს

1791278189
ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი და ბლოგერი ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. 

ამჯერად ტელესახემ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ თამაშობენ მამა-შვილი: 

„როგორი მდიდარი ვარ ხვდებით? აი, არაფრის გამარიაჟება ისე არ მინდება როგორც ამ სამის“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ნუკი კოშკელიშვილი ქართული მედიასივრცის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და ცნობილი სახეა. მან კარიერა სამოდელო სფეროში დაიწყო, რასაც მოჰყვა წარმატებული მოღვაწეობა ტელევიზიაში, სადაც მაყურებელს თავი სხვადასხვა პოპულარული გადაცემისა და შოუს წამყვანის ამპლუაში დაამახსოვრა.

გარდა სატელევიზიო საქმიანობისა, ნუკი წარმატებული ბიზნესლედია — მას საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი აქვს. იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბლოგერი და ინფლუენსერია, რომელიც გამომწერებს ყოველთვის უშუალო და გულწრფელი კონტენტით ხიბლავს.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ნუკის მეუღლე ამერიკელი ბენჯი ჩეიმია. წყვილი წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და შვილებს ზრდის. ნუკი სოციალურ ქსელებში აქტიურად უზიარებს გულშემატკივრებს ამერიკული ცხოვრების დეტალებს, ოჯახურ სიხარულსა და შვილების აღზრდის გამოცდილებას.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიების უმაღლესი გამოვლინებაა“ - მალხაზ გველუკაშვილი სიყვარულზე

⭕„რელიგია ხალხის საკონტროლო მექანიზმია“, ამას ისეთი ამაყი სახით ამბობენ, თითქოს სამყაროს უდიდესი საიდუმლო ამოხსნეს“ - რას წერს ვატო მსხილაძე

⭕„მთავარი ამოცანაა, ერთმანეთისგან გაარჩიოთ რეალური პერსპექტივა და ილუზია“ - მიმდინარე კვირის ეზოტერული პროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

✕