
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად იგი 30-31 მაისის ენერგეტიკულ მნიშვნელობაზე გვიზიარებს საინტერესო ინფორმაციას.
„30-31 მაისი: სიტყვის ძალა და ახალი კავშირები
მზე წარმოადგენს ეგოს, მიზანს, თვითშეგნებას, მერკური კი აზროვნებას, კომუნიკაციას, აღქმას. როცა ეს ორი პლანეტა ერთიანდება, ხდება აზრისა და იდენტობის თანხვედრა.
ადამიანი იწყებს საკუთარი თავის გააზრებას სიტყვების, აზროვნებისა და გონების საშუალებით.
ეს შეიძლება იყოს „გააზრებული მე“-ს ფორმირების დღეები, დრო, როდესაც ადამიანი საკუთარ იდეებს აცნობიერებს და მზად არის მათი გამოხატვისთვის.
თუ ამ ასტროლოგიურ კომბინაციას ფილოსოფიურ ჭრილში გადავიტანთ, ეს არის რენე დეკარტის გამონათქვამი Cogito, ergo sum („ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“).
ეს შეერთება ხდება ტყუპის ნიშანში, რაც მიანიშნებს აზრისა და იდენტობის შერწყმას ენობრივ ქსოვილში, ანუ „მე ვარ ის, რასაც ვამბობ“.
სოციალურ დონეზე იმატებს ინფორმაციის, იდეების გაცვლა-გამოცვლის, მედა-პლატფორმების ჩამოყალიბება-განვითარების, დიალოგის დაწყების, შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ალბათობა.
გარდა ამისა, ეს კარგი დღეებია ინტელექტუალური ზრდისთვის და სწავლის დაწყებისთვის“,- წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მესამე კლასში გადავედით“ - ბექა ხოფერია შვილებთან და ყოფილ ცოლთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს