Digest Logo

რატომ ვხედავთ სიზმარს, უნდა დავუჯეროთ თუ არა მას, რას გვიყვება ქვეცნობიერის გზავნილი - ასტროლოგ ქეთი ოდიშელის განმარტება

1758020888
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც სიზმრის შესახებ საუბრობს:

„ადამიანს მომავლის შეცნობის სურვილი ოდითგანვე ჰქონდა.

ასტროლოგია, ქირომანტია, მკითხაობა, ყოველივე ამით ცდილობდნენ და ცდილობენ, განმარტონ აწმყოში მიმდინარე მოვლენები, ახსნან ფარდა წარსულის საიდუმლოს.

სიზმარი - ეს თავისუფალი არხია ცნობიერ და არაცნობიერ სამყაროს შორის.

მომავლის განსაჭვრეტად ძველად კარგად ფლობდნენ სიზმრის ახსნის ტექნიკას, სწორედ ძილის დროს მთლიანად იხსნება ადამიანის ცნობიერება, ხოლო ინტუიციური შესაძლებლობები მაქსიმუმს აღწევენ.

ძილში ადამიანმა შესაძლოა, ნახოს პრობლემების გადაჭრის გზა, რომელიც აღელვებს, გაარკვიოს სხვებთან ურთიერთობები, იპოვოს საინტერესო კითხვებზე პასუხი.

ამისთვის კი საჭიროა სწორად ავხსნათ სიზმარი, გავშიფროთ სიმბოლოები, რომლებიც უცნაური და აბსურდულია ერთი შეხედვით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი შეიძლება მათში იმალებოდეს რაღაც ფარული აზრი.

სიზმრის ახსნას ეძღვნება მრავალი მეცნიერის ნაშრომები, პოპულარული წიგნები სიზმრისა და სიმბოლოების შესახებ.

მაგ: ზიგმუნდ ფროიდის, გუსტავ მილერის, დევიდ ლოფფას, წინასწარმეტყველის - მეფე სოლომონის, ცნობილი მედიუმის - მის ხასეს, ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას, ნოსტრადამუსის წიგნი სიზმრების შესახებ.

ეს წიგნები დაგვეხმარება ჩავიხედოთ სიზმრის იდუმალ სამყაროში, გავერკვეთ მიმდინარე მოვლენებში, გავაანალიზოთ წარსული და განვჭვრიტოთ მომავალი.

რატომ ვხედავთ სიზმარს?

იქნებ იმიტომ, რომ ძილი მოსაწყენი არ იყოს, იქნებ იმიტომ, რომ ზეციური ძალებისგან მივიღოთ გაფრთხილება, ან იქნებ, ჩვენი ცნობიერი თუ ქვეცნობიერი გვაძლევს მინიშნებას?

სიზმარი აუცილებელი ფაქტორია ჩვენი ტვინისთვის, იმისთვის, რომ მან კადრებად გამოიტანოს არაცნობიერიდან სხვადასხვა პროგრამები და მიაწოდოს ცნობიერს.

უნდა დავუჯეროთ თუ არა სიზმრებს?

ხშირად სიზმარი უამრავი სიუჟეტისაგან და სიმბოლოსაგან შედგება, ხანდახან იგი სასიამოვნო შეგრძნებებს გვიტოვებს, ხანდახან კი გვაშინებს და გვაფორიაქებს.

არიან განსაკუთრებული ნიჭითა და ინტუიციით დაჯილდოებული ადამიანები, რომლებსაც გამძაფრებული აქვთ უნარი გაერკვნენ თავიანთ სიზმრებში.

ქვეცნობიერში ჩადებულია პროგრამა, რომლის მიხედვითაც ადამიანს უყალიბდება გარკვეული ცხოვრების მოდელი, აქედან გამომდინარე ისინი მომავალსაც განსაზღვრავენ. ხშირად პროგრამა ნეგატიურია. თუ სიზმარს სერიოზულად მივუდგებით, შევძლებთ ბევრი რამ შევცვალოთ უკეთესობისკენ.

ასეა თუ ისე სიზმარი ეს ჩვენი ქვეცნობიერის გზავნილია, შესაძლოა ის ყოველდღიური ცხოვრებისეული ეპიზოდებისგან შედგებოდეს, (მეგობრებთან საუბრები, უფროსთან კამათი და ა.შ.) მაგრამ ეს მხოლოდ ფონია, ქვეცნობიერი ცდილობს მოერგოს ჩვენს რაციონალურ გონებას და თავისი ენა - მინიშნებები უფრო გასაგები გახადოს.

ყოველდღიური ცხოვრებისეული სურათები - ფონი – ეს არის მასალა, საიდანაც იგება სიზმარი. ეს არის ცხოვრებისეული „ექო“.

როცა ჯანმრთელობა დაქვეითებულია ადამიანი ხედავს სიზმარში, რომ რაღაც თავზე ეცემა, ხედავს ნასროლ ნივთებს, რომლებიც უახლოვდება და ეს ყველაფერი დისკომფორტს, შიშს, ტკივილს ანიჭებს.

„შოკური სიზმრები“- კოშმარებია. თუ ისინი არ მეორდება საშიში არაა, იგი უბრალოდ წმენდს ფსიქიკას და გარეთ გამოაქვს შიშები, რომლებიც ქვეცნობიერშია ჩალექილი.

არის სიზმრის ფორმა - ინსაითი.

მეცნიერები სიზმარში აკეთებენ აღმოჩენებს, მუსიკოსს ესმის მუსიკის ჰანგები, რომელსაც ვერაფრით ვერ ასრულებდა, ან ვერ ქმნიდა.

ამ სიზმრებს ვერაფერში ვერ აურევთ, ისინი მოკლე, კონკრეტული და მკაფიოა, არ საჭიროებენ გაშიფვრას.

თუ კონკრეტული სიზმარი მეორდება, (არაა აუცილებელი კოშმარული იყოს), საჭიროა მას ყურადღება მიექცეს, რადგან ამით ჩვენი ქვეცნობიერი მიგვანიშნებს რომელიღაც კონკრეტულ პრობლემაზე.

უნივერსალური სიზმრის ახსნის სახელმძღვანელო არ არსებობს, მაგრამ არის რაღაც საერთო სქემა - მოდელი, რომელიც დაგვეხმარება სიზმრის ახსნაში.

უნდა ვიცოდეთ რამდენიმე წესი:

1 – მოსალოდნელი საფრთხის მანიშნებელია – ჩვეულ გარემოს გათიშული არსება.

მაგ: თევზი წყალში დაცურავს - ეს მისი ნორმალური, ბუნებრივი გარემოა, მაგრამ ხმელეთზე მორბენალი თევზი - პარადოქსია.

დასკვნა - თქვენ ქვეცნობიერში განიცდით დისკომფორტს, საფრთხეს, რომელიც თქვენს ბუნებრივ გარემოს მოაქვს, ან საფრთხე ექმნება თქვენს სახლს, ოჯახს, კოლექტივს, სამეგობროს, რომელსაც შეეჩვიეთ და მათთან თავს გრძნობთ, როგორც წყალში.

2 - შეუსაბამობა ნორმასთან

მაგ: ძაღლი ნიანგის თავით, გარდა იმისა, რომ ეს არანორმალურია, ასეთი არსება შიშის მომგვრელიცაა და რაც უფრო საშიშია ეს მონსტრი, მით მეტი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს რეალობაში.

ასეთი სიზმარი მიგვითითებს ფსიქიკურ დაძაბვაზე, სტრესულ მდგომარეობაზე, დეპრესიის წარმოქმნის ალბათობაზე, მიუხედავად მინიშნებისა, აღიარება არ გვინდა, გარეგნუულად სხვადასხვა ხერხით ვთრგუნავთ შფოთს და პრობლემას ჩვენში შიგნით ვამწყვდევთ.

3- ნებისმიერი არსება სიზმარში ჩვენ თვითონ ვართ - ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ორგანიზმი.

სიზმრის ენა არაა კონკრეტული, ის ალეგორიულია, რაღაცის მანიშნებელი.

მაგ: სარკეში ვიხედებით და ვხედავთ კატას, ან ჭიას.

შიში არაა საჭირო, მთავარია ყურადღება მიექცეს ფაქტს - რას ვგრძნობთ ამ „ავატარში“, რომელშიც მოგვაქცია ჩვენმა ქვეცნობიერმა - კომფორტული და მოსახერხებელია თუ არა ჩვენთვის ეს მდგომარეობა?

არსება უნდა იყოს თავის სტიქიაში, თავის სახლში.

თუ არსება შეშინებული და დათრგუნულია ე.ი. თავს ქვეცნობიერად დაუცველად ვგრძნობთ. საჭიროა დაფიქრება, რა გვირღვევს სიმშვიდეს, საიდან გვემუქრება საფრთხე.

ხანდახან მფარველი ანგელოზი თუ ზეციური სხვა ძალები უჩვეულო სიზმრის სახით გვაძლევენ სიგნალს, რომ ცხოვრებაში დადგა გარდატეხის მომენტი, შესაძლოა მოგვიწიოს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, არჩევანის გაკეთება“, - წერს ქეთი ოდიშელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ვინც ცოცხალი შეესწრება, ანგელოზთა საყვირის ხმაზე, წამიერად განიცდის სიკვდილს, ხოლო ყველა გარდაცვლილი სული გაცოცხლდება და შეისხამს უკვდავ ხორცს“ - მამა ლევანი მეორედ მოსვლაზე

🎥 „კი სწორად გაიგეთ, წნევის მარეგულირებელი პრეპარატი არ არსებობს...“ - არჩილ მარშანია ვიდეომიმართვას ავრცელებს

„ბუნებაში შეცდომები არ არსებობს... შეცდომა, რასაც ვეძახით, არის მხოლოდ შეკითხვის, კითხვის არ დასმა“ - ლევან მათითაშვილი ფილოსოფია