Digest Logo

როგორ იცვლება ჩაკრების/ენერგეტიკული ცენტრების მდგომარეობა ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ

1760367275
ორსულობა და ჩაკრები

„ჩაკრების სრულ აღდგენას 1-2 წელი მაინც სჭირდება. ჩაკრების მდგომარეობაზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი ორგანიზმის, ორგანოების, ორგანოთა სისტემების, ჰორმონების, ნერვული სისტემის, ფსიქიკის და მენტალური მდგომარეობის გამართული ფუნქციონირება“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ბლოგერი, ეზოტერიკოსი მარის გრიმუარი საუბრობს.

მისი თქმით, ჩაკრები მშობიარობის შემდეგ გადიან გამოფიტვისა და გახსნილობის ფაზას, მერე კი ახლად ივსებიან ენერგიით. როდესაც დედა ისვენებს, იკვებება კარგად და ცნობიერ პრაქტიკებს იყენებს, ისინი ახალ, უფრო ღრმად დაბალანსებულ და დედობრივი სიბრძნით გაჯერებულ ჰარმონიაში გადადიან:

„როგორ იცვლება ჩაკრების/ენერგეტიკული ცენტრების მდგომარეობა ორსულობისას და მშობიარობის შემდეგ:

🛑 ფუძისეული ჩაკრა (Muladhara)

• ორსულობისას მუშაობს გაძლიერებულად, რათა დედა და ბავშვი უსაფრთხოდ და დაცულად იყვნენ.
• მშობიარობის შემდეგ კი ხშირად სუსტდება სისხლის დაკარგვისა და დიდი ენერგიის დახარჯვის გამო. ამ დროს ქალი თავს შეიძლება არასტაბილურად, მიწიდან მოწყვეტილად და დაუცველად გრძნობდეს. სითბო, კარგი კვება და მაქსიმალური დასვენება აუცილებელია ასეთ დროს.

🛑 საკრალური ჩაკრა (Svadhisthana)

• ორსულობისას ძალიან ფართოვდება, რადგან ის მართავს საშვილოსნოს, სექსუალურობასა და შემოქმედებით ენერგიას.
• მშობიარობის შემდეგ კი საჭიროებს აღდგენას და ინტეგრაციას. ზოგჯერ სიცარიელე ან სევდაც ჩნდება, რადგან საშვილოსნო აღარ ატარებს ახალ სიცოცხლეს. ნაზი, ყოველდღიური სიამოვნებები და შემოქმედება ეხმარება მის აღდგენას.

🛑 მზის წნულის ჩაკრა (Manipura)

• ორსულობისას ქალის პირადი ძალა და ვინაობა ერწყმის ახალ პასუხისმგებლობას. ასევე მზის წნულით იღებს ბავშვი დიდ ენერგიას და მასზე დიდი დატვირთვა მიმდინარეობს.
• მშობიარობის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს დაბნეულობა, რომელიც იდენტობის კრიზისით მოიხსენიება ფსიქოლოგიაში, „ვინ ვარ მე დედობის მიღმა?“ ნელ-ნელა საკუთარი არჩევანის დაბრუნება და ფიზიკური ცენტრის გაძლიერება აბალანსებს.

🛑 გულის ჩაკრა (Anahata)

• ორსულობისას ფართოდ იშლება, რადგან დედა შვილს უკვე მუცლიდანვე ემოციურად უკავშირდება.
• ანაჰატა მშობიარობის შემდეგ ხშირად ძლიერად იხსნება სიყვარულით, მაგრამ შეიძლება დაუცველიც გახდეს. ჰორმონალური ცვალებადობა ხან სიყვარულის აფეთქებას იწვევს, ხანაც დაცემას. ამიტომაც ხშირია პოსტპარტუმ შფოთვები, დეპრესია და სხვადასხვა სირთულის ფსიქო-ემოციური პროცესები. საკუთარი თავის სიყვარული და მხარდაჭერის მიღება სანდო ადამიანებისგან აბალანსებს გულის ჩაკრას.

🛑 ყელის ჩაკრა (Vishuddha)

• ორსულობისას ხმა შეიძლება უფრო რბილი ან დამცავი გახდეს. ამ დროს ყალიბდება ახალი ხმა, ახალი იდენტობა - დედობა. ინტენსიური ძალა აქვს პირველი ორსულობისას.
• მშობიარობის შემდეგ ბევრ დედას უჭირს დახმარების თხოვნა ან გულის წუხილის გამოთქმა. ჩაკრა ძლიერდება, როცა საკუთარ საჭიროებებს და დედის ხმის ავთენტურობას გამოხატავ სივრცეში. ვიდუდჰაზე ხშირად დიდი ზეწოლა ხდება ჩვენს კულტურაში. ქალის ხმა და მისი საჭიროებები ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილია როცა ბავშვი ჩნდება. სინამდვილეში კი, დედას ბავშვზე არანაკლები მხარდაჭერა და მოვლა სჭირდება.

🛑 მესამე თვალის ჩაკრა (Ajna)

• ორსულობისას ინტუიცია და სიზმრები ძლიერდება.
• მშობიარობის შემდეგ ინტუიცია კვლავ ძლიერია, მაგრამ დაღლილობამ და ძალის გამოცლამ შეიძლება შეაფერხოს ის. ეს ნორმალურია. მედიტაცია, დღიურის წერა და დედობრივ ინტუიციაზე მინდობა აძლიერებს მესამე თვალს.

🛑 გვირგვინის ჩაკრა (Sahasrara)

• ორსულობისას ღვთიურთან, საგვარეულოსთან და შექმნის საიდუმლოსთან ძლიერი კავშირია.
• მშობიარობის შემდეგ ზოგს დაღლილობა აშორებს სულიერებისგან. ზოგჯერ ქალი თავს დაუცველად გრძნობს და უჭირს შეიგრძნოს მხარდაჭერა და კავშირი მაღალი ძალებისგან. მშვიდი და მარტივი სულიერი პრაქტიკები ეხმარება მის დაბალანსებას.

ჩაკრები მშობიარობის შემდეგ გადიან გამოფიტვისა და გახსნილობის ფაზას, მერე კი ახლად ივსებიან ენერგიით. როდესაც დედა ისვენებს, იკვებება კარგად და ცნობიერ პრაქტიკებს იყენებს, ისინი ახალ, უფრო ღრმად დაბალანსებულ და დედობრივი სიბრძნით გაჯერებულ ჰარმონიაში გადადიან.

❓რამდენ ხანში ბალანსდება ჩაკრები?

დრო განსხვავებულია თითოეული ქალისთვის, რადგან დამოკიდებულია მშობიარობის გამოცდილებაზე, ჯანმრთელობაზე, ემოციურ მხარდაჭერაზე, ძილზე, კვებასა და სულიერ პრაქტიკებზე.

ფაზები:

პირველი 40 დღე (საკრალური ფანჯარა):

ფუძისეული და საკრალური ჩაკრები ყველაზე მგრძნობიარეა. მათ სითბო, დასვენება და დაცვა სჭირდებათ. ბევრ ტრადიციაში პირველი 40 დღე წმინდაა დედის ენერგიის აღსადგენად. ამ დროს თითოეული ჩაკრა შეიძლება „ღია კარიბჭეებად“ იგრძნობოდეს.

3–6 თვე:

სხეული ნელ-ნელა იბრუნებს ძალას. მზის წნულისა და ყელის ჩაკრები ბალანსდება. ხდება ტრანზიცია ფსიქიკაში - „მე მხოლოდ დედა ვარ“ → „მე ასევე მე ვარ.“

6–12 თვე:

ჩაკრები იწყებენ უფრო მკაფიო ბალანსს. ინტუიცია და გულის ენერგია ძლიერდება. დედა იწყებს შემოქმედების, სექსუალობისა და დამოუკიდებლობის დაბრუნებას.

1–2 წელი:

ენერგეტიკული ცენტრები მთლიანად ახალ იდენტობაში ერთიანდებიან. ფესვი და გვირგვინი ახალ ჰარმონიას პოულობენ.

ეს პროცესი არ არის დაბრუნება „ძველ მესთან“ არამედ ახალ, დედობრივ მე-სთან ინტეგრაცია ხდება. იწყება უჯრედების განახლება და ახალი იდენტობის ჩამოყალიბება.

მაშასადამე, ჩაკრების სრულ აღდგენას 1-2 წელი მაინც სჭირდება. ჩაკრების მდგომარეობაზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი ორგანიზმის, ორგანოების, ორგანოთა სისტემების, ჰორმონების, ნერვული სისტემის, ფსიქიკის და მენტალური მდგომარეობის გამართული ფუნქციონირება. ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან. ჩვენი ორგანიზმის თითოეული უჯრედი დაკავშირებულია ერთმანეთთან.

მშობიარობა სულიერი ინიციაციაა. ამ დროს დედის სულს შვილის სული შემოჰყავს სამყაროში. რაღაც დროით ქალის სული ტოვებს საკუთარ სხეულს, ამიტომ ამ სხეულს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

იმედი მაქვს ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ დედებს და მომავალ დედებს, იმისთვის, რომ მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე. არ დაგავიწყდეთ იზრუნოთ საკუთარ თავზე“, - წერს მარის გრიმუარი.

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სიძულვილი და ცუდი განზრახვები არა მხოლოდ სხვას აზიანებს, არამედ თავად შენს შინაგან სამყაროსაც...“ - შურის კარმული შედეგები

🎥 „ადამიანი, სოცქსელში ბევრ საკუთარ ფოტოს დებს...“ - როგორ ამოვიცნოთ დაბალი თვითშეფასება? ფსიქოთერაპევტის განმარტება და რჩევები

მერსი სულხანიშვილმა მკერდის პლასტიკა გაიკეთა - როგორ გრძნობს თავს მოდის ბლოგერი