
წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში შურის კარმულ შედეგებზე წერს.
როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, შინაგანი სიფხიზლე და სიყვარული არა მხოლოდ აუმჯობესებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, არამედ ხელს უწყობს ბედნიერებისა და ჰარმონიის შექმნას ყოველდღიურ ცხოვრებაში:
„შურის კარმული შედეგები:
შური, სიძულვილი და ცუდი განზრახვები არა მხოლოდ სხვას აზიანებს, არამედ თავად შენს შინაგან სამყაროსაც.
სიცოცხლის ხარისხი დამოკიდებულია შენს შინაგან მდგომარეობაზე: დადებითი ქმედებები ზრდის სიმშვიდეს, ენერგიასა და ჯანმრთელობას, უარყოფითი კი სტრესს, დაძაბულობას და ემოციურ ტრავმებს.
ჩვენი აზრები და ემოციები პირდაპირ ქმნის რეალობას.
შინაგანი სიფხიზლე და სიყვარული არა მხოლოდ აუმჯობესებს შენს ფსიქიკურ მდგომარეობას, არამედ ხელს უწყობს ბედნიერებისა და ჰარმონიის შექმნას ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მერსი სულხანიშვილმა მკერდის პლასტიკა გაიკეთა - როგორ გრძნობს თავს მოდის ბლოგერი