Digest Logo

„რომელ ნიშანს სხეულის რომელი ნაწილი მართავს“ - ანატომიური ზოდიაქო რამაზ გიგაურისგან

1678096588
რამაზ გიგაური

„ანატომიური ზოდიაქო“ - ასე ჰქვია პოსტს, რომელსაც ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, თუ რომელ ნიშანს სხეულის რომელი ნაწილი მართავს:

🔵„20 მარტამდე არ უნდა გაჩერდეთ - სასწაული პერიოდი გაქვთ“ - მიხეილ ცაგარელი კვირის ფავორიტ ნიშანს ასახელებს

ერთ-ერთი ვერსია ზოდიაქოს ნიშნების და ადამიანის სხეულის ნაწილების შეთავსება.

ვერძი - სახე, თავის ქალა, თავის ტვინი, ზედა და ქვედა ყბა, ქვედა ტუჩი, პირი, ნიკაპი, თვალები, ყურები, ენა, კბილები, თმები, სახისა და თავის კანი, ცენტრალური ნერვული სისტემა.

კურო - სასა, ხახა, კისერი, ყელი, ყანყრატო, ნუშისებრი ჯირკვალი, სმენის არხი, საყლაპავი მილი, ფარისებრი ჯირკვალი, ხმის იოგები, ხერხემლის კისრის მალები, პარასიმპტომატული ნერვული სისტემა.

ტყუპი - ფილტვები, ბრონქები, ტრაქეა, პლევრა, მხრები, ხელები, ხელის თითები, ლავიწი, ხელის ძვლები.

კირჩხიბი - გულმკერდი, სარძევე ჯირკვლები, ნაღვლის ბუშტი, კუჭი, კუჭქვეშა ჯირკვალი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, თირკმელზედა ნაწილი, ნეკნები.

ლომი - გული, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ზურგის ტვინი, ხერხემლის გულმკერდის განყოფილება, დიაფრაგმა, სპერმა.

ქალწული - მუცლის ღრუ, მსხვილი და წვრილი ნაწლავები (სწორი ნაწლავის გარეშე), თირკმლის ქვედა ნაწილი, ელენთა, აპენდიციტი, თორმეტგოჯა ნაწლავი, თვალის ბადურა, ვეგეტატიური ნერვული სისტემა.

სასწორი - თირკმელები, თირკმელზედა ჯირკვალი, საკვერცხეები, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, ხერხემლის წელის მალები, სენსორული ნერვული სისტემა.

მორიელი - ცხვირი, ზედა ტუჩი, სწორი ნაწლავი, სწორი ნაწლავის დაბოლოება, შინაგანი და გარეგანი სასქესო ორგანოები, სათესლე ჯირკვლები, პროსტატა.

მშვილდოსანი - მენჯი, მენჯ-ბარძაყის სახსარი, თეძოს ზედა ნაწილი, თეძოს ძვალი, დუნდულა, კუდუსუნი, სისხლი.

თხის რქა - ჩონჩხი, ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი ხრტილი.

მერწყული - მხედველობა, წვივები, ფეხის გამშლელი კუნთები, ცენტრალური ნერვული სისტემა.

თევზების - ფეხისგულები, ტერფი, ფეხის თითები, ლიმფური და ენდოკრინოლოგიური სისტემა, სისხლის პლაზმა, ფსიქიკა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველაფერი რუსული მო***ან, მათ შორის კანონი“ - დათო ლიკლიკაძის პასუხი ვახო სანაიას

🔵„გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან“ - გორგილაძე

🔵„რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონების მიღება“ - ვახტანგ ხმალაძე