Digest Logo

🎥 „რთული და გაუგებრობებით აღსავსე პერიოდი გაქვთ...“- მთვარის დაბნელება და 2 ოქტომბრამდე ასტროლოგიური პროგნოზი ხატია ბედოშვილისგან

1726742267
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული  მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 18 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს.

ასევე ხატია ბედოშვილი ჰყვება მთვარის დაბნელების ფენომენის შესახებ.

   2 ოქტომბრამდე პერიოდის ზოგადი მიმოხილვა და მთვარის ნაწილობრივი დაბნელება

„ახლანდელ მთვარის დაბნელებას არ აქვს ისეთი ძალა, რაც უნდა ჰქონდეს. საჭიროა ძველი წყენების დავიწყება და ნეგატივის გაშვება. ადამიანები რომლებმაც ამ პერიოდში იმედები გაგიცრუათ და არ არიან კეთილსინდისიერები თქვენს მიმართ უნდა მოიშოროთ. მთვარე თევზების ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს რომ დეპრესიულ და სულიერი წმენდის პერიოდია. ნაწილობრივი დაბნელება გულისხმობს ნეგატივისგან გასუფთავებას და უპირობო გრძნობებს.

თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა დაიწყოს სულიერი წმენდა და შემდეგ გადავიდეს სხვა პიროვნებაზე. ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა ეცადოთ, რომ მატერიალურ კეთილდღეობაზე არ იყოთ ორიენტირებულები. ამ პერიოდში რასაც დავთესთ, ზუსტად იმის ადეკვატური დაგვიბრუნდება 2025 წლის იანვარ-თებერვალში. ასევე ეს პერიოდი ამოწმებს ჩვენს პატიების უნარს. ეცადეთ, რომ გასცეთ სიკეთე და მოწყალება“, - აღნიშნა ხატია ბედოშვილმა.

             მომდევნო ორი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

♈ ვერძი

სამსახურებრივი თვალსაზრისით ცუდი პერიოდია და კონცენტრირებული უნდა იყოთ. გყავთ ფარული მტრებით. არ შეიძლება სამაგიეროს გადახდა. აპატიეთ და გაუსვით. მიაქციეთ ჯანმრთელობას ყურადღება. ფინანსურად კარგად ხართ. პარტნიორულ ურთიერთობებში მდის ღირებულებების გადაფასება, გახდებით უფრო ჰარმონიულები. 20 რიცხვამდე იყავით მშვიდად და დაკავდით მედიტაციებით.

♉ კურო

მეგობრებთან ურთიერთობები არის არეული. შესაძლოა ჩახლართული სიტუაციების წინაშე აღმოჩნდეთ. შესაძლოა ფინანსებთან გქონდეთ პრობლემა. ეცადეთ არ ჩააბაროთ სხვას თქვენი ფული და ყურადღება მიაქციეთ საუბარს. დაძაბულობა არის, მაგრამ შეგიძლიათ ეს დაძაბულობა განმუხტოთ. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

♊ ტყუპები

დაძაბულობა მთლიანად მიდის ოჯახში, კარიერასა და ურთიერთობებში. ვერავინ ვერ გიგებთ. აქცენტები გააკეთეთ კარიერაზე. შესაძლებელი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აღმოჩნდეს, რაშიც ფულს არ გადაგიხდიან. კონფლიქტურობის ალბათობა არის როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. მოუფრთხილდით ნერვებს.

♋ კირჩხიბი

ხალხთნ ურთიერთობები, ის ადამიანები რომლებიც გხვდებიან ყოველდღიურად იქნება დაძაბული. აარიდეთ თავი ისეთ კონტაქტებს ვისშიც დარწმუნებულები არ ხართ და არ ენდობით. ფარული მტრები გყავთ და ამ თვალსაზრისით იცდებით, რამდენად შემწყნარებლები აღმოჩნდებით. არ გამოავლინოთ სამსახურსა და ოჯახში აგრესია. ფინანსურად ცუდი პერიოდი არ გაქვთ.

♌ ლომი

თქვენთვის ფინანსურად დაძაბულობაა. არ ენდოთ ვინმეს ბრმად ფინანსურად. დიდ შენაძენებს მოერიდეთ. მატერიალური თვალსაზრისით დაძაბულები ხართ, და ნაკლები ნერვიულობა გმართებთ. ეცადეთ ბევრი ენერგია არ დახარჯოთ. მეგობრებთან დაკავშირებით არის სერიოზული ცვლილებები და შესაძლებელია ბევრი ადამიანი დაკარგოთ ან პირიქით.

♍ ქალწული

თქვენთვის პარტნიორული ურთიერთობებია ძირითადად გამოწვევა და სირთულეებით სავსე. ეცადეთ, რომ აპატიოთ პარტნიორს გაუშვით წყენა და გაუშვით ის ადამიანები რომლებიც მუდმივ სტრესში გამყოფებენ, შესაძლოა ეს იყოს პარტნიორი. გაუგებრობების და ჭიდილის პერიოდი გაქვთ. არ შეიძლება კონფლიქტში შესვლა. დეპრესიული ფონი გექნებათ და თავს იგრძნობთ მოტყუებულად.

♎ სასწორი

რთული და გაუგებრობებით აღსავსე პერიოდი გაქვთ. სამსახურებრივად და ჯანმრთელობის თვალსაზრისით ხართ დაძაბული. გამოფიტული ხართ და ენერგია გამოცლილი. შესაძლოა სამსახური შეიცვალოთ. აღიდგინეთ ენერგიები. პასუხისმგებლობების აღება მოგიწევთ. არ შეხვიდეთ კონფლიქტში. პარტნიორულ ურთიერთობებში გადაფასებები გელით. საბოლოო ჯამში არ გაქვთ ცუდი პერიოდი, არც მატერიალურად. მთავარია დაძლიოთ შიშები.

♏ მორიელი

შვილებთან ურთიერთობები არის დაძაბული. იცდება თქვენი უპირობო სიყვარულის ძალა. შესაძლოა თქვენს ახლობლებს დახმარება დასჭირდეთ. პარტნიორული ურთიერთობები გადავა ჰარმონიულ ასპექტში. გამოჩნდებიან ახალი მეგობრები. მესამე დეკადის მორიელებს შემოაწვებათ დეპრესიული ფონი. ამ დღეებში დრო გაატარეთ ენერგეტიკულ წმენდასა და ლოცვაში. დაკავდით სულიერი პრაქტიკებით.

♐ მშვილდოსანი

პარტნიორული ურთიერთობები და კარიერა გამოწვევაა. შესაძლებელია ამ მხრივ თავს დაბლოკილად გრძნობდეთ. იცვლება ღირებულებები. ოჯახური და პარტნიორული ურთიერთობები გადადის სხვა ეტაპზე. ეცადეთ მშვიდ გარემოში იყოთ. გაწმინდეთ ენერგიები. პიროვნულ დონეზე შესაძლოა თავი შეზღუდულად იგრძნოთ. ფინანსურად ცუდი პერიოდი არ გაქვთ.

♑ თხის რქა

შედარებით ნეიტრალური პერიოდია, თუმცა პარტნიორული თვალსაზრისით გაქვთ შედარებით რთული პერიოდი. შესაძლოა გქონდეთ მარტოობის განცდა. ახლობლებთან გააკონტროლეთ ურთიერთობები და შესაძლოა ფარული მტრებიც გყავდეთ. შესაძლოა ეს ადამიანები ბოროტი ენერგიების შემომტანები იყვნენ, შესაბამისად გავლენას ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზეც.

♒ მერწყული

ფინანსუური თვალსაზრისით ფინანსური დაძაბულობა და კრიზისი გაქვთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და ემოციებს. ნუ გამოიფიტებით. ასევე ეს პერიოდი გასწავლით ფინანსურ დაზოგვას და ფულის ფასს. გაქვთ სანსი ახალი შემოქმედებითი ან ნიჭის უნარი აღმოაჩინოთ. ახალ ცოდნას ითხოვს სამყარო თქვენთან. 

♓ თევზები

საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია. ემოციური და პარტნიორული თვალსაზრისით ურთიერთობები გადავა სხვა ეტაპზე. იცდება თქვენი სიყვარული. ოჯახური ურთიერთობები ცოტა დაძაბული და ქაოსურია. წესრიგში არ არის. შესაძლოა გაშეშებულად გრძნობდეთ თავს, გაქვთ დეპრესიული ფონი. აპატიეთ პარტნიორს და საკუთარ თავს.

მეტის გასაგებად ნახეთ, ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ უნდა შეიკავოს თავი ფინანსების გაცემისგან და ზოდიაქოს რომელ ნიშანს მოუტანს ძირეულ ცვლილებებს დღევანდელი დღე? - ნინა სუსლოვა

⭕ „დედამ ჩამაბარა და მითხრა – ჩემს თბილ გოგოს თქვენ გაბარებთ, ვიცი არავის დააჩაგვრინებთ, უცებ გახდა მთელი კოლექტივის ლიდერი… ყველა ტკივილზე თუ სიხარულზე მე მირეკავდა, დედიკოს მეძახდა“ – კესარია აბრამიძის მეგობარი

⭕„ორი წელი ტოქსიკურ ურთიერთობაში ვიყავი, ბოლოს რომ მომვარდა მეზობელმა გადამარჩინა“ - რას წერდა კესარია აბრამიძე აპრილში?