Digest Logo

„რუსეთში ყველაფერი იმდენად ღრმა კრიზისშია შესული, რომ ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებიან ორგანიზმს ჰგავს“ - ასტროლოგის სკანდალური პროგნოზი

1677776108
ხათუნა ნოელი და ვლადიმერ პუტინი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მარტის მთავარი მოვლენების შესახებ პოსტს აქვეყნებს და წერს თუ რა სიახლეებია მოსალოდნელი გაზაფხულიდან.

⏺„7 მარტს არამხოლოდ ამ თვის, არამედ მთლიანად ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“ - რას წერს ხათუნა ნოელი

ნოელის თქმით, პლუტონის ტრანზიტი რუსეთს გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებს.

„მარტში კოსმოსი ბევრ საინტერესო სიახლეს გვიმზადებს.

7 მარტს არამხოლოდ ამ თვის, არამედ მთლიანად ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება სატურნის გასვლა მერწყულის ნიშნიდან. სატურნი შევა თევზების ზოდიაქოში, სადაც 2025 წლის 25 მაისამდე დარჩება.

ასტროლოგიაში ითვლება, რომ თევზების ენერგიას გაცილებით ურჩევნია იოცნებოს, იცხოვროს წარმოსახვით სამყაროში, ვიდრე პიროვნული ზრდის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს. მაგრამ სატურნი ამას ხელს არ უწყობს. ის არის კარმის, სიმწიფის, პასუხისმგებლობისა და თვითდისციპლინის პლანეტა. სატურნი გვასწავლის, თუ სად გადის საზღვრები, რაზე უნდა გაკეთდეს ფოკუსირება და ძალისხმევა,. ეს ნიშნავს, რომ თუ წინსვლა გვინდა, წარსულის ფუჭი ოცნებები უნდა გავუშვათ და ფოკუსირება მოვახდინოთ აწმყოზე; ვიმუშაოთ იდეალიზმსა და რეალობას შორის ბალანსის დამყარებაზე. თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა სატურნის ბოლო ტრანზიტის დროს მერწყულში (1991-1994წლები), რა მკაცრი ცხოვრებისეული რეალობები გვქონდა - (თევზურ) ქაოსში გადარჩენის, წესრიგის და ცხოვრების ჩვეული წესის ( სატურნი) შენარჩუნების რა თავგანწირული ცდები გვქონდა, იოლი მისახვედრია, რომ წინ საკმაოდ რთული პერიოდი გველის. იმის წინა ჯერზე სატურნი მერწყულს 1964-1967წლებში სტუმრობდა. უფრო ადრე კი 1935-1937 წლებში...

კიდევ ერთი უდიდესი მნიშვნელობის ცვლილება, რომელსაც ასევე მარტში ექნება ადგილი, პლუტონს უკავშირდება. ის ტრანსფორმაციის პლანეტაა და როდესაც ახალ ნიშანში შედის, ძალიან ბევრ რამეს ცვლის, თანაც ყველაფერი იმდენად უპრეცედენტო გზით იცვლება, რომ რაც შეიძლება დღეს წარმოუდგენელი, ან უჩვეულო იყოს, შეიძლება ხვალინდელი რეალობის ნორმად იქცეს.

ბოლოს, პლუტონი მერწყულს 1777-1798 წლებში გადიოდა. საქართველოსთვის ეს პერიოდი საკმაოდ რთულ ხანას წარმოადგენდა. სწორედ ამ ტრანზიტის დროს შევიდა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში, ( გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 წ). 1795 წელს კი თბილისს აღა-მაჰმად ხანი შეესია და ააოხრა. დაპირისპირებები და შინაომები იყო ცენტრალურ ხელისუფლებას და თავადებს შორის, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოშიც. თუმცა რაც ერთხელ იწყება, ის ოდესმე აუცილებლად უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, რადგან ჩვენი და რუსეთის მჭიდრო ურთიერთობას წინა ციკლზე ჩაეყარა საფუძველი, ამ ახალი ციკლის დაწყება მის ამოწურვაზე გვაძლევს მინიშნებას. პლუტონი ყოველთვის ანგრევს იმას, რაც დრო მოჭმულია. დროა დასრულდეს რუსეთუმეობა ჩვენს ქვეყანაშიც და ახალ საფეხურზე გადავიდეთ.

პლუტონი მერწყულში ის 2023 წლის 23 მარტს გადავა და დარჩება იქ 2023 წლის 11 ივნისამდე, სადაც ის დროის ხანმოკლე პერიოდს გაატარებს და მცირე ხნით, რეტროგრადულად ისევ თხის რქის ნიშანში დაბრუნდება. იანვარი- თებერვალი პლუტონის ტრანზიტის ბოლო მონაკვეთი თხის რქაში, სავარაუდოდ, გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს სახელისუფლებო ვერტიკალში და სხვადასხვა სტრუქტურებში. ამის მერე კი დაიწყებს თავის 22-წლიან მოგზაურობს მერწყულში - აჯანყებისა და ცვლილებების ნიშანში. ეს იქნება ეპოქა სრულიად ახალი ტექნოლიგიების, სრულიად განსხვავებული სოციალური დინებების და კიდევ უფრო წარმოუდგენელი ახალი იდეოლოგიისა. იქნება რევოლუციები, გამოსვლები, გაფიცვები, საბოლოოდ კი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრესი. ძალზე ბევრი რამ ტრანსფორმირდება, მათ შორის საკაცობრიო იდეალებიც.

არ მინდა იმედები გაგიწბილოთ და არ შევეხო რუსეთს. თქვენ იცით, რომ ბევრი ასტროლოგი, მათ შორის თავად რუსებიც, ამ ქვეყანას მერწყულის მმართველობის ქვეშ მოიაზრებენ. და თუ ასეა, მაშინ, ტრანსფორმაცია აუცილებლად შეეხება და საფუძვლიან ცვლილებებს მოუტანს. რუსეთში ყველაფერი იმდენად ღრმა კრიზისშია შესული, რომ ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზებიან ორგანიზმს ჰგავს. მაშასადამე პლუტონის ტრანზიტი მათთვის ზედგამოჭრილია, რადგან პლუტონი სწორედ დასანგრევს ანგრევს, რომ შემდგომ ახალს და ჯანმრთელს მისცეს გზა. და დაე, იყოს ასე!“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველაფერი რაც დღეს პარლამენტში ხდება, გეხებათ თქვენ... მათაც კი გეხებათ, ვინც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობთ“ - ნანა გეგეჭკორი

🔵„იქნებ რომელიმემ დაგიძახათ ამ ფოტოებიდან და იგრძენით, რომ ის თქვენი უნდა გახდეს?“ - თბილისის ზოოპარკი განცხადებას აქვეყნებს

🔵„რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონების მიღება“ - ვახტანგ ხმალაძე