Digest Logo

🎥 „საკმაოდ დადებითი დღეა ფინანსური კუთხით...“ - 20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1737352576
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, საკმაოდ ემოციური და მგრძნობიარე დღე იქნება. ძალიან მარტივად გამოგივათ ნებისმიერი საქმე, რომელსაც შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება. გაგიჩნდებათ რაღაც ახლის გაკეთების სურვილი, რაც მარტივად გამოგივათ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს:

ვერძი - უმჯობესია იმ საქმეებზე კონცენტრირდეთ, რაც თქვენს პასუხისმგებლობაში შედის. ბოლომდე მიიყვანეთ, დაასრულეთ ყველაფერი რაც ვალდებულებაში გაქვთ. შესაძლოა მეგობრებმა დახმარება მოგთხოვონ, ეცადეთ იყოთ მრავალ ფუნქციურები. 

კურო - დღე კარგია მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. მხიარულ და დადებით გარემოში დაკავდით იმ საქმით, რაც სიამოვნებას, დადებით ემოციებს მოგიტანთ. მაქსიმალურად ეცადეთ, დღე არ იყოს რუტინული.

ტყუპები - სასურველია დაისვენოთ, ემოციური განტვირთვა გააკეთეთ და ნუ შეასრულებთ მძიმე საქმეს. ეს დაგეხმარებათ შემდგომ დღეებში უფრო მეტი ენერგია გქონდეთ. 

კირჩხიბი - საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო დღეა, ახალი ემოციები, განცდები, შთაბეჭდილებები გელით. მოგიწევთ ახალი ადამიანების გაცნობა, რაც ახალ მოგონებებს შეგიქმნით. 

ლომი - დღის პირველი ნახევარი გამოიყენეთ ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ და კარგი იქნება მომდევნო კვირაც დღეს დაგეგმოთ. 

ქალწული - შეგიძლიათ დღევანდელი დღე გამოიყენოთ ნებისმიერი ფინანსური სირთულის გადასაჭრელად. მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და განახორციელეთ შენაძენები. მოერიდეთ კონფლიქტს.

სასწორი - საკმაოდ დატვირთული დღე გელოდებათ, მოგიწევთ სხვისი საქმე და პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღოთ. თქვენი დიპლომატიური ხასიათი დაგეხმარებათ ყველაფერში.

მორიელი - გაგიჩნდებათ ახალი იდეები, რომლის შესრულების შანსიც აუცილებლად მოგეცემათ. გარდა ამისა, გაგიჩნდებათ სამსახურის შეცვლის სურვილი, რაც დაკავშირებული იქნება შეგრძნებებთან, რაც დიდი ხანია გაქვთ. 

მშვილდოსანი - მზად იყავით ცვლილებებისთვის, ღიად შეხვდით სიახლეებს, რასაც სამყარო გიგზავნით. მალე მიხვდებით, რამდენად წარმატების მომტანი იქნება ეს ყველაფერი.

თხის რქა - საკმაოდ დადებითი დღეა ფინანსური კუთხით. გადაწყვიტეთ ფინანსური საქმეები, გაზარდეთ და გაიუმჯობესეთ ფინანსური მდგომარეობა. მიიღებთ საინტერესო შეთავაზებებს. გაითვალისწინეთ, დღის მეორე ნახევარი უნდა დაუთმოთ ოჯახს.

მერწყული - შეხვდებით ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს, ღია იყავით ახალი კომუნიკაციისთვის. ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს დღე კარგი შთაბეჭდილებების მოსახდენად.

თევზები - საკმაოდ ემოციური და მძიმე დღე გექნებათ. ეცადეთ, არ აიღოთ ახალი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. განიტვირთეთ და გადით ქალაქგარეთ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მისი მონათვლაც მოვასწარი და დავკრძალე, ჩემი ხელით... მოგვიანებით გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ბავშვი არ გარდაცვლილა“ - რას ჰყვება დეკანოზი საბა ჭიკაიძე

⭕„მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს, და იმ ურთიერთობას, მისი სიყვარული და პატივისცემა, ოკეანის გაღმა, რომ ჩაგიყვანს!“- თათია ზუხბაია

⭕რა საფრთხეს შეიცავს ბოთლის წყალი? - „ბოთლის წყალი ხშირად წარმოდგენილია როგორც ჯანმრთელობისთვის უკეთესი არჩევანი, თუმცა რეალური სურათი შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს“