
იუპიტერი 2025 წლის 12 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისამდე კირჩხიბში გადავიდა, რაც ასტროლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტრანზიტია.
იუპიტერი, რომელიც ცნობილია როგორც გაფართოების, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების პლანეტა, კირჩხიბში თავის ყველაზე ძლიერ მდგომარეობაშია - რასაც ასტროლოგიურად ეწოდება „ეგზალტაცია“ - ამ პერიოდში იუპიტერი უფრო ძლიერად მოქმედებს, რაც ზრდის მის დადებით გავლენებს.
კირჩხიბი არის წყლის ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან, ემოციურ უსაფრთხოებასთან და მზრუნველობასთან. ამიტომ, იუპიტერის გავლენა ამ ნიშანში ხელს უწყობს შინაგან ზრდას, ემოციურ განკურნებას და ურთიერთობების გაძლიერებას.
რა გავლენა ექნება ამ პროცესს ზოდიაქოს ნიშნებზე? - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს რჩევები გაუზიარა:
♈ ვერძი
თქვენთვის მნიშვნელოვანია პრობლემები თუ გქონდათ საოჯახო ურთიერთობების კუთხით, გინდოდათ ახალი ავეჯი, ან ურთიერთობა დაგელაგებინათ ახლა სწორედ ამის დროა. შემდეგი 1 თვის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ოჯახი და ოჯახური ურთიერთობებია.
♉ კურო
მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის კომუნიკაცია, რაც შეიძლება მეტი იკითხეთ. პერიოდი კარგია სწავლა-განათლებისთვის, მოგზაურობისთვის და დიდხნიანი თანამშრომლობისთვის. თქვენი წარმატების ფაქტორია კარგი ურთიერთობა გქონდეთ ახლობლებთან.
♊ ტყუპები
კარგი პერიოდია ფინანსური კუთხით, შეიძლება ძველი საქმეებიდან მიიღოთ შემოსავალი. ყველაზე მეტად რაც ამ 1 თვეში მოგეთხოვებათ ეს არის სიფრთხილე და წინდახედულობა.
♋ კირჩხიბი
მთავარი ფავორიტი ხართ, არ გაქვთ გაჩერების უფლება, მატულობს შარმი და მიზიდულობა გამოიყენეთ ეს ყველაფერი, არ გაჩერდეთ. იღბალი და ინტუიცია თქვენ მხარესაა.
♌ ლომი
პერიოდი ივნისამდე არის კარგი და თუ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება გსურთ სწორედ ამისთვის გამოიყენეთ, ივლისის პირველი 2 კვირა კი გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და სიფრთხილე, რადგან გეწყებათ დაბადების წინა პერიოდი, როცა ყველაზე მეტი სირთულე გაქვთ წლის განმავლობაში. აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან და გახსოვდეთ ფარულ მტრებს არ სძინავს.
♍ ქალწული
მიაქციეთ ყურადღება სიახლეებს, რომლებიც დიდი ხანი გინდოდათ სწორედ ამის დროა. გინდოდათ ახალი სტილი, ახალი მანქანა და ა.შ. სწორედ ამის დროა. შეიძლება გაიცნოთ ახალი ადამიანები და მათთან დაიჭიროთ კარგი ურთიერთობა.
♎ სასწორი
კარიერული განვითარების კუთხით კარგი პერიოდია, ისწავლეთ და გამოავლინეთ ნებისყოფა. კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ კოლეგებთან და უფროსებთან. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება მიიღოთ საინტერესო შეთავაზებები.
♏ მორიელი
საუკეთესო პერიოდი აქვთ მგზავრობა მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის, ამიტომ მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს შანსი.
♐ მშვილდოსანი
ენას დააჭირეთ კბილი, არ იხმაუროთ და არ ილაპარაკოთ წინ და წინ. თუ საერთო ბიზნესი გაქვს აკონტროლე, როგორ ხარჯავს პარტნიორი ფინანსებს, რათა არ იყოს ზედმეტი ხარჯები.
♑ თხის რქა
საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობისთვის. შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის. იყავით სამართლიანები.
♒ მერწყული
კარგი პერიოდია დალაგებისთვის, სწორედ ახლა შეძლებთ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, კოლეგებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას, თუმცა მეტი ყურადღება გმართებთ ივლისის პირველი ორი კვირა.
♓ თევზები
საუეკეთესო დრო აქვთ სიყვარულისთვის და შვილებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. პერიოდი კარგია ასევე კონკურსებში და ლატარიაში მონაწილეობისთვის. შეიძლება გახდეთ თანამდებობის პირი, ან ხელმძღვანელი გახდეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: