Digest Logo

სავსემთვარეობა მერწყულში, გლობალური კრიზისები: აკაკი გოგოლაძის პროგნოზი

1785269532
აკაკი გოგოლაძე

29 ივლისს ცაზე სავსემთვარეობა გამოჩნდება - ფაზა, რომელიც მთვარის ციკლის ყველაზე კაშკაშა მომენტად მიიჩნევა. ასტრონომიული მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იქნება ხილული, ხოლო ცის დაკვირვების მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, მთვარე მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებული სიკაშკაშით იხილონ.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე გვიზიარებს:

„სავსემთვარეობა მერწყულში. გლობალური კრიზისები:

🔹29 ივლისს, თბილისის დროით 18:36-საათზე, გვაქვს სავსემთვარეობა მერწყულის♒️ ზოდიაქოს ნიშანში მე-7 გრადუსზე.

🔸ჩვეულებრივი სავსემთვარეობისგან განსხვავებით, ეს სავსემთვარეობა გამორჩეულია იმით რომ დგას იუპიტერი-პლუტონის ოპოზიციაზე, რომელიც ივლისის დასაწყისიდან მუშაობს და მოაქვს კრიზისები და დაძაბულობა სოციალურ დონეზე. მზისა და იუპიტერის შეერთება ლომში ერთის მხრივ აძლიერებს ეგოს და აჩენს თვითგამოხატვისა და ძალაუფლების დემოსტრაციის სურვილს.

ხოლო მთვარე პლუტონის შეერთება მერწყულში, იწვევს ძველი სისტემების ნგრევის მოთხოვნილებას, ჩნდება პროტესტისა და უკმაყოფილების განცდა ავტორიტეტული პირების და ლიდერების მიმართ, საზოგადოებაში იმატებს გაღიზიანება, ხალხი აღარ არის მზად დაემორჩილოს მმართველ სისტემას, რამაც შესაძლებელია მსოფლიო მაშტაბით გამოიწვიოს დაძაბულობა და მასობრივი აქციები, თუმცა იქნება სისტემის მხრიდანაც იქნება აგრესიული ნაბიჯები.

✔️ 🔹სავსემთვარეობა ყოველთვის დაკავშირებულია რაღაცის გამოაშკარავებისთან, კულმინაციასთან და დასასრულთან, პლუტონთან შეერთებული სავსემთვარეობა კი გამოააშკარავების სისტემის დაფარულ/ნეგატიურ მხარეს, შეიძლება დავინახოთ ავტორიტეტული ადამიანების რეალური სახე. გაირკვევა და ფარდა აეხდება ისეთ საკითხებს რაც დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო. აქცენტი გაკეთდება საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე, შესაძლებელია უფრო მკვეთრად დავინახოთ სოციუმის ნეგატიურ მხარე, თუ რაზე აქვს სამუშაო კოლექტივს.

‼️აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ეს არის ბოლო სავსემთვარეობა მზის დაბნელებამდე, რომელიც გვაქვს 12 აგვიტსოს, შესაბამისად შემდეგი ორი კვირა იქნება საკმაოდ ინტენაიური, რადგან ეს პერიოდი მოგვცემს დაძაბულობას, კრიზისებს, გარდაუვალ ტრანსფორმაციებს, გამოამჟღავნებს დაფარულს, დაასრულებს იმას რაც აქამდე უნდა დასრულებულიყო და გარკვეულიყო, ხოლო მზის დაბნელება შემდგომ ჩაუყრის საფუძველს ახალ თემებს.

🔸ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებით იმოქმედებს მათზე ვისაც პირადი პლანეტები ჰყავთ მერწყულში, ლომში, კუროში და მორიელში 5, 6, 7, 8, გრადუსებში, ხოლო მათთვის ვისაც რუკაში ტყუპების, სასწოერის, მშვილდოსნის და ვერძის გავლენა გაქვთ შედარებით ჰარმონიული იქნება.

🗝️თუმცა იმისთვის რომ ზუსტი პროგნოზი გაკეთდდეს, უნდა იციდეთ რომელ სახლში ჯდება თქვენს ნატალურ რუკაში სავსემთვარეობა და დაბნელებები და რა ასპექტებს აკეთებს პირად პლანეტებთან“, - წერს აკაკი გოგოლაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მადლობა, რომ ხარ საუკეთესო ქმარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი“ - შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი მეუღლეს იუბილეს ულოცავს

🎥 „არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში!...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

„ამ დროს შეიძლება მეგონოს, რომ ქრისტე მიყვარს, მაგრამ მძულს სინამდვილეში...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება