Digest Logo

„შეგიძლიათ გაილაღოთ“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშნებს ასახელებს

1658737235
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირას დედამიწა დადებით ენერგოველშია, ამიტომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს გარკვეული პოზიტიური შანსები მიეცემათ, თუმცა, იმის გამო რომ მზე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, ჰაერისა და ცეცხლი ნიშნების იღბლიანობა გაცილებით მომატებულია. მაშ ასე:

♈ვერძი - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხდება, მისი ენერგოტონუსი უმჯობესდება, საქმიან და სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებებია მოსალოდნელი, იღბლიანობა იმატებს და უკვე შეუძლია კონკურსებში მონაწილეობის მიღება. თუმცა უნდა მოერიდოთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს.

♉კურო - მთლიანობაში ენერგოტონუსი კარგია, ჯერ კიდე გაქვთ პოზიტიური შანსები, თუმცა შემდეგი კვირიდან უკვე უნდა იფიქროთ ტაიმაუტზე და აიღოთ შვებულება, რადგან ენერგოტონუსი იწყებს შემცირებას. ყურადღება უნდა მიაქციოთ სულსწრაფობას და ხისტ გამონათქვამებს, რადგან შესაძლოა, ვინმე გააღიზიანოთ.

ტყუპები - ეს ნიშანი ცოცხლდება, მისი ენერგოტონუსი იმატებს, ხდება უფრო აქტიური, ინიციატივიანი და ენერგიული. თუმცა ფინანსების უყაირათოდ ხარჯვის ტენდენცია მოიმატებს. მთლიანობაში პერიოდი კარგია.

კირჩხიბი - ახალმთვარეობის გამოკლებით კვირა ჯერ კიდევ კარგია, თქვენი ენერგოტონუსი მდგრადია და პოზიტიური შანსებიც გაქვთ. გაქვთ ფინანსური შემოსავლების მიღების შანსი, თუმცა შესაძლოა, თქვენს ახლობლებს დასჭირდეთ თქვენი დახმარება და ეს ფინანსები მათ მოახმაროთ. 

♌ლომი - ახლა თქვენი დროა, მზე თქვენს ნიშანში გადმოვიდა და ახლა საოცრად შარმიანი, ენერგიული და იღბლიანი ხართ. ექცევით ყურადღების ცენტრში, თქვენი ქარიზმა მატულობს და ეს შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. 

♍ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი ძალიან დაბალია, რადგან ახლა დაბადების წინა პერიოდი გაქვთ. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. თქვენს წინააღმდეგ ფარული მტრები, ჭორები ინტრიგები მოიმატებს, ამიტომ უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე. 

♎სასწორი - თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს, განწყობა უმჯობესდება, პარტნიორების მხრიდან მიიღებთ დახმარებას. 

მორიელი - ძალიან აქტიური და ენერგიული ხართ, იჩენთ ლიდერის თვისებებს და შესაძლოა, ახალ თანამდებობაზეც კი დაინიშნოთ. ინტუიცია ძალიან მძლავრი გაქვთ, ქარიზმაც მაღალია, თუმცა შემდეგი კვირიდან ენერგოტონუსი გიმცირდებათ და უნდა იფიქროთ შვებულებაზე.

♐მშვილდოსნები - თქვენ გამოცოცხლდებით, ენერგოტონუსი და პოზიტიური შესაძლებლობების შანსები მოიმატებს. დღეიდან ინიციატივიანები ხდებით და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გეწყებათ.

♑თხის რქა - გთხოვთ, ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ. თუ გაქვთ რაიმე საქმე დასასრულებელი აუცილებლად დაასრულეთ, რადგან შემდეგი კვირა აღარ ვარგა. მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა და სიჯიუტე, რომელიც ხელს შეგიშლით ბევრ საქმეში.

მერწყული - თქვენ ახლა გამოცოცხლდებით, თქვენი ენერგოტონუსი და ფინანსური შესაძლებლობები მოიმატებს. უკვე შეგიძლიათ გაილაღოთ, რადგან პოზიტიური შესაძლებლობების შანსები მოიმატებს.

თევზები - თქვენ უკვე უნდა მოემზადოთ დასასვენებლად. მომავალი კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი შემცირდება. გავლენიან პირებთან გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან შესაძლოა, თქვენ ისინი დაგიპირისპირდნენ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ქართული ბიზნესის მთავარ მანტრას: „არ მოგწონს? წადი “ - წყალი შეუდგა“ - ბაია პატარაია

🔵„თავი შეიკავეთ კონფლიქტისა და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევისგან“ - ცაგარელი

🔵„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გექნებათ შანსი, მიიღოთ შემოსავლები“ - მიხეილ ცაგარელი