Digest Logo

🎥 „შეიძლება მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავოს“ - ვინ არის მიმდინარე კვირის ფავორიტი? მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის

1744010875
მიხეილ ცაგარელი

„კვირის პირველი ნახევარი უკეთესია, ვიდრე მეორე. მნიშვნელოვანი საქმეები 10 რიცხვის ჩათვლით მოაგვარეთ, შემდეგ უკვე ცოტა გართულდება. კარდინალური ცვლილებებისთვის პარასკევი დღე გამოიყენეთ“,- კვირის ასტროლოგიურ პროგნოზზე მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედი დილა“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.

ასტროლოგის თქმით, პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადულიდან დირექტული, რაც ხელს უწყობს მოგზაურობას და კონტაქტებს, ახალი იდეების რეალიზაციას. ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები გინდათ? პარასკევი იდეალური დღეა ამისთვის.

„კვირას გვაქვს სავსემთვარეობა ვერძი-სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე, მზის და მთვარის დაპირისპირება. ეს არის უზარმაზარი ენერგიის შემოსვლა დედამიწაზე. ცდუნებების, შეცდომების ალბათობა მაღალია. კვირა დღე გაატარეთ მშვიდად. ეს არის კოსმიური გამოცდის პერიოდი. ვინც საჭესთან არის, განსაკუთრებით მოუფრთხილდეს, ჯირითის სურვილი ექნება ძალიან მოჭარბებულად“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ასტროლოგმა ასევე დაახასიათა ზოდიაქოს თითოეული ნიშანი და მათი ასტროლოგიური პროგნოზი მიმდინარე კვირას ასეთია:

♈ ვერძი

მთავარი ფავორიტია. აქტიურია, ენერგიულია, მიმზიდველია, კომუნიკაბელურია. ახალი იდეების რეალიზაციისთვის კარგი პერიოდია, ძველი შეცდომების გამოსწორებისთვის კარგი პერიოდია.

♉ კურო

კუროსთვისი იწყება რთული პერიოდი, 10 რიცხვამდე მოასწარით ის საქმეები, რაც მნიშვნელოვანი და სასწრაფო არის. მოშურნეები და კონკურენტები გააქტიურდებიან. ტრავმული პერიოდია. 10-ის მერე მშვიდ ცხოვრების რიტმზე გადადით. ნუ იკამათებთ. 

♊ ტყუპები

ენა ორმეტრნახევრიანი ექნება, ვერ გააჩერებთ. მრავალფეროვანი კონტაქტი, ძველი ურთიერთობები მაღალ დონეზე ადის. 10-ის მერე იყოს ფრთხილად. უცხოელებთან შეხვედრები აქტიურდება, ფართოვდება სანაცნობო და სამეგობრო წრე.

♋ კირჩხიბი

ენერგოტონუსი მცირდება, 10 რიცხვის მერე გაცივების ტენდენცია მატულობს. მოდის სავსემთვარეობა, მთვარე მისი მმართველი, გავლენას ახდენს ემოციაზე, ამიტომ ემოციური და სიტყვების კონტროლი სახლსა თუ სამსახურში. ხელმძღვანელებთან არ იკამათონ,რადგან ეს მათ კარიერულ წინსვლაში ხელს შეუშლით.

♌ ლომი

იმპერატორთა ნიშანს რა გააჩერებს მზე, აქტიურია, ენერგიულია. უყვარს საკუთარი თავის ცენტრში ყოფნა. მაქსიმალური პარტნიორული თანამშრომლობა უცხოეთში. ჯანი და იღბალი ამის საშუალებას აძლევს.

♍ ქალწული

10რიცხვამდე აქტიურად იმოქმედეთ, გამოგდით კოლექტიური და ინდივიდუალური თანამშრომლობა. ზედმეტად არ გადაიღალოთ, ყოველდღიურ საქმიანობაზე, ენას კბილი დააჭირეთ და საიდუმლო შეინახეთ. ახალი იდეა და პროექტი გაქვთ, არაფერი არ თქვათ.

♎ სასწორი

მზადაა სხვებს დაეხმაროს, ბიზნესი და საქმიანი კონტაქტი. ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდია. ცეკვა, მხატვრობა, დიზაინში კარგია. თვის მეორე ნახევრისთვის ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საქმეებს.

♏ მორიელი

10რიცხვამდე ჯანზეა, ენერგია აქვს იდეა და პროექტები განახორციელოს. პერიოდი კარგია, გარკვეული რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს მის გონებაში, როგორ ლიდერი გადასარევად წარმოაჩენს თვისებებს. 10-დან ცოტა გადავიდეს, მშვიდ ცხოვრების რიტმზე. განსაკუთრებით ჯანმრთელობას ყურადღება, რადგან მოწამვლის ალბათობა იზრდება. 

♐ მშვილდოსანი

ენერგოტიონუსი მატულობს, აქტიური ხდება. გონება მახვილი იქნება და შეიძლება ნამდვილი შოუ-სპექტაკლი მოაწყოს, მეორე ნახევრისთვის, შვილებისთვის. ორატორობას არ უჩივის და შესაძლებლობები აქვს მრავალმხრივი. შეიძლება მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავოს.

♑ თხის რქა

მეორე ნახევარი გაატაროს მშვიდად, შეიძლება გადაიღალოს და წაიქცეს, არ არის სასურველი გადაღლა, უნდა დაისვენოს და პატივი სცეს საკუთარ ორგანიზმს. დრო და დრო დასვენება არის საჭირო.

♒ მერწყული

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. აქტიურ მოძრაობასა და მოგზაურობაში უნდა იყოს. ინფორმაციული ველი იხსნება, საიდანაც მოვა უამრავი პროექტი. სწავლისთვის და ფინანსური მდგომარეობისთვის კარგი პერიოდია.

♓ თევზები

10 რიცხვის ჩათვლით, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები მოაგვარეთ, მოლაპარაკებები და შეხვედრები, შედეგის მომტანია. 10 რიცხვის შემდეგ იგრძნობთ, რომ დაიღალეთ, ამიტომ დაისვენეთ. ჯანმრთელობას მეტად გაუფრთხილდით, არ აჰყვეთ ცუდ აზრებს. „რა უბედური ვარ“, ეს მათი საყვარელი ფრაზაა, ამ დროს აქვთ გადასარევი იუმორი, წამოსწიეთ ეს წინ და ჩაერთეთ ქველმოქმედებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღის მეორე ნახევარში ბევრი დადებით სიახლე და სიურპრიზი გელოდებათ“ 7 აპრილის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕გლობალური ტრანსფორმაცია და მნიშვნელოვანი ცვლილებები - 2025 წლის ზაფხულში იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება, რომელიც 36 წელიწადში ერთხელ ხდება