Digest Logo

„სიმბოლურად წარმოადგენს დაისს, მზის ჩასვლას, რასაც მოსდევს „შუაღამე...“ - 22 სექტემბრის ასტროლოგიური ტენდენციები რამაზ გიგაურისგან

1758465923
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 22 სექტემბრის ასტროლოგიურ ტენდენციებზე წერს. ასტროლოგის თქმით, 22 სექტემბრიდან მზე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადავა და დადგება შემოდგომის ბუნიობა:

„ხვალ, 22 სექტემბერს (თბილისის დროით 22:19 საათზე) მზე სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს.
დადგება შემოდგომის ბუნიობა (ჩრდილოეთ ნახევარსფეროში).
ეს წლის ერთ-ერთი „კარიბჭეა“ და ეზოტერულად უკავშირდება არა მხოლოდ შრომის ნაყოფის მიღებას (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით), არამედ ზედმეტისგან გათავისუფლებასაც („რა და ვინ მიშლის ხელს ჰარმონიულად ყოფნაში?“).
სასწორი სიმბოლურად წარმოადგენს დაისს, მზის ჩასვლას, რასაც მოსდევს „შუაღამე“ (ზამთრის მზებუდობა), ამიტომ ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
* არის თუ არა ჰარმონიაა ჩემში?
* რამდენად გაწონასწორებული ვარ?
* ვინ არის ჩემი ალტერ ეგო („სხვა მე“)?
* რამდენად ჰარმონიული ვარ ჩემი პარტნიორთან?
* რამდენად ჰარმონიულ სოციუმში ვიმყოფები?
* რამდენად სამართლიანი ვარ „გარეთ“ (სხვებთან) და „შიგნით“ (ჩემს თავთან)?
* რა შემიძლია შევცვალო ჩემში, რომ უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და ჰარმონიული გავხდე?
* როგორ შემიძლია დავეხმარო ჩემს პარტნიორს?
* რა შემიძლია გავაკეთო იმ სოციუმის განვითარებისთვის, სადაც ცხოვრება მიხდება?
ეს და მსგავსი კითხვები უკავშირდება ამ დღეს.
გისურვებთ წარმატებულ თვითრეფლექსიას!
და ბოლოს, რა თქმა უნდა გილოცავთ ხვალინდელ დღეს სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს!“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ იმეტყველებ ამაოდ, თორემ ამაოდ გაქრება ყველაფერი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕„გაუფრთხილდით თქვენს გულს...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი 21 სექტემბრის მზის დაბნელებაზე

⭕„ერთეულთა ინტერესია, რომ ეგოიზმმა გაიმარჯვოს...“ - რას წერს გია მურღულია