Digest Logo

„ნუ იმეტყველებ ამაოდ, თორემ ამაოდ გაქრება ყველაფერი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1758458770
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ცხოვრებასა და ადამიანებზე საუბრობს:

„თითოეული ადამიანის არსებობა და ცხოვრება, კოსმოსური საიდუმლოებითაა მოცული.
ვინც ამ საიდუმლოებას ჩასწვდება და მიიღებს, მას მუდმივად, ჯერ ბედნიერების შეგრძნება ექნება, მერე ამ ბედნიერების შეგრძნებას ფიზიკურად დაინახავს ხილულად.

საიდუმლო - ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენს სიცოცხლეს, ბედს და ცხოვრებას განაგებს.
საოცარი ტრადიციები იყო წარსულში, რომელიც აქა იქ შემორჩა.

ადამიანებს, თუ ერთმანეთი შეუყვარდებოდათ და დიდხანს დამალავდნენ ერთმანეთის მიმართ გრძნობას, ამბობდნენ, დიდხანს დამალული სიყვარული, მყარი ოჯახის მომასწავებელია და ბედნიერი შვილები ეყოლებათო.
ოჯახები მალავდნენ და საიდუმლოდ ინახავდნენ ქალის დაფეხმძიმებას. სანამ ბავშვი მუცელში არ გაინძრეოდა მანამ არ ამხელდნენ, ბავშვს რომ ელოდებოდნენ.

ახლა?
დაფიქრდი, რას, რატომ, რისთვის ამბობ.
დაფიქრდი რა შედეგი მოჰყვება შენს ნათქვამს.
და ბოლოს, ნუ იმეტყველებ ამაოდ, თორემ ამაოდ გაქრება ყველაფერი.
შეიძლება შენი ნათქვამით სხვა გაახარო, ან გული ატკინო, ყველა ემოცია შენი ნათქვამიდან მოდის. ამიტომ
„როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე, ყველაფერი არ ითქმება.
შენი მომავალი, შენი საიდუმლოებით მოცულ ცხოვრებაზეა დამოკიდებული.
საიდუმლოს შენახვა ვისაც არ შეუძლია, მას სული დაავადებული აქვს და სიკეთეს ვერ ეწევა.
ყველა უმადურად მოგექცევა თუ საიდუმლოს ვერ ინახავ.

აბა დაფიქრდი, სხვის საიდუმლოს ერთ ადამიანს მაინც ეუბნები, ის ერთი სხვას და ასე ვრცელდება კიბო.
მიყვარს ბუნება, მთა, ბარი, ხეები, ყვავილები, მიყვარს ცხოველები, მიყვარს ადამიანები და მიყვარხარ შენ ჩემო ერთადერთო და განუმეორებელო, ჩემო კეთილო და ერთგულო მეგობარო, საკუთარო თავო.
უნებლიე ბოროტება.
უნებლიე ღალატი.
უნებლიე ლახვარი.
ათქმევინა და დაღუპა.
იუდას კოცნა.

კი აპატიეს ყველაფერი, მაგრამ დაყრუვდა და დაბრმავდა, დაყრუებულმა და დაბრმავებულმა ვეღარ გაიგო, რომ აპატიეს“, - წერს გია ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაუფრთხილდით თქვენს გულს...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი 21 სექტემბრის მზის დაბნელებაზე

⭕„ერთეულთა ინტერესია, რომ ეგოიზმმა გაიმარჯვოს...“ - რას წერს გია მურღულია

⭕ ორი გოლი გოჩოლეიშვილის აქტიურობით - „ჰამბურგმა“ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ დაამარცხა