Digest Logo

„სიმდიდრისა და სიუხვის ენერგიებს უკავშირდება...“ - ქეთი ოდიშელი ყოველ ხუთშაბათს ჩასატარებელ რიტუალს გვიზიარებს

1765462015
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ხუთშაბათ დღეს ჩასატარებელ რიტუალს გვიზიარებს:

„იუპიტერის დღეა!

ხუთშაბათობით გააკეთე ეს სასიამოვნო და ეფექტური ტექნიკა. თუ ყავას არ მიირთმევ ჩაანაცვლე ის რძით, კაკაოთი ან სხვა ისეთი სასმლით რომელიც ქაფს იკეთებს. არ დაგავიწყდეს დარიჩინის მოფრქვევა!

„სიმდიდრის ყავის“ მოსამზადებლად დაგჭირდება:

ყავა
შაქარი გემოვნებით
დაფქული დარიჩინი

მომზადების წესი: ჩვეულებისამებრ გაამზადებ ყავას, დაასხამ შესაბამისი რაოდენობის წყალს, დაუმატებ შაქარს გემოვნებით და დაელოდები, როდესაც ყავა ადუღების პირას მივა, მოაფრქვევ მცირეოდენ დაფქულ დარიჩინს და ეტყვი შემდეგ სიტყვებს:

„როგორც ეს ყავა დუღს და ქაფდება, ისე დუღს და ქაფდება ჩემს საფულეში ფული, ჩემს სახლსა და სამსახურში ბედნიერება და წარმატება“.

გააკეთე ეს პრაქტიკა ყოველ ხუთშაბათს და შენი გონებაც ნელ-ნელა ფინანსურ ენერგიებს მიეჩვევა, რადგან იუპიტერი სიმდიდრისა და სიუხვის ენერგიებს უკავშირდება“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ქეთი ხატიაშვილის ოჯახური იდილია და კარიერა: „მარია დათოს ჰყავს ჩაბარებული, ილია - მე“

🎥 „ადამიანი ღირსებასთან მიდის კომპრომისზე...“ - ნინო კანდელაკი ბრჭყვიალა შოუბიზნესის რეალობაზე

🎥 „51 წელია სკოლაში ვარ და ბავშვებს ჯერ ადამიანობას ვასწავლი, მერე მათემატიკას“ - გაიცანით, 76 წლის ჯული ბებო, რომლის ვიდეომ მილიონი ნახვა დააგროვა