Digest Logo

„სიყვარული, სინაზე და გულწრფელი გრძნობები წინა პლანზე გადმოდის“ - 3 ივლისი, ვენერას ენერგია: რას გვირჩევს ეზოტერიკოსი

1783066354
დღის კოდი დღის კოდი

„3 ივლისი ვენერას ენერგია, სიყვარულისა და ჰარმონიის დღე“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი და მინეროლოგი, თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:

„დღეს ვენერა განსაკუთრებულად ძლიერ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე, ურთიერთობებსა და შინაგან სამყაროზე. ეს არის დღე, როდესაც გული ხმამაღლა საუბრობს, ინტუიცია ძლიერდება, ხოლო სიყვარული, სინაზე და გულწრფელი გრძნობები წინა პლანზე გადმოდის.

ამავე დროს, დღეს ვააქტიურებთ სიმსუბუქის, ჰარმონიის, იღბლისა და მოვლენების სწორად განვითარების ენერგიას.

🌿 დღის კოდი:

5️⃣8️⃣0️⃣ 6️⃣4️⃣8️⃣

🍃 დღის ენერგიის გასააქტიურებლად:

✨ ხმამაღლა წარმოთქვით ეს კოდი;

✨ იგრძენით, როგორ ივსებით სიმშვიდის, სიყვარულისა და წარმატების ენერგიით;

✨ დაწერეთ კოდი ერთხელ:

📝 ფურცელზე;

👋 მაჯაზე;

💬 ან კომენტარებში. ეს კოდი დაგეხმარებათ, განეწყოთ შინაგან სიმშვიდეზე, ჰარმონიაზე, სიყვარულზე და სამყაროს მხარდაჭერის ენერგიაზე.

💖 დღეს შეიძლება განსაკუთრებით მოგინდეთ გულწრფელი საუბარი, შერიგება, სიყვარულის გამოხატვა ან იმ სიტყვების თქმა, რომლებიც დიდი ხანია გულში ინახება.

🌙 დღევანდელი სიზმრები შესაძლოა მნიშვნელოვანი გზავნილების მატარებელი იყოს, განსაკუთრებით თუ ისინი სიყვარულს, ურთიერთობებს, ყოფილ პარტნიორებს ან ადამიანებს უკავშირდება, რომლებთანაც ძლიერი ემოციური კავშირი გაქვთ.

💫 დღის ენერგიები:

💞 მომატებული მგრძნობელობა;

💞 რომანტიკული განწყობა;

💞 სასიამოვნო სიურპრიზები;

💞 ძლიერი ინტუიცია;

💞 სიყვარულისა და ურთიერთობების მიმართ მეტი სიცხადე;

💞 შესაძლებლობა, გააცნობიეროთ, ვინ არის თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი.

💋 დღეს განსაკუთრებით ხელსაყრელია:

✨ შერიგება;

✨ პატიების თხოვნა და პატიება;

✨ საკუთარი თავის განებივრება;

✨ სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვა;

✨ გულის მოსმენა, გონების დავიწყების გარეშე;

✨ ნიშნებზე, სიზმრებსა და შინაგან შეგრძნებებზე დაკვირვება.

🛍️ თუ დღეს შოპინგს გეგმავთ, განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება სილამაზის, მოვლის საშუალებების, სუნამოების, ტანსაცმლის ან საყვარელი აქსესუარების შეძენა. თუმცა ემოციურმა ფონმა შესაძლოა სპონტანური ხარჯვისკენაც გიბიძგოთ, ამიტომ ზომიერება არ დაგავიწყდეთ.

✨ დღის მთავარი მინიშნება: ინტუიცია დღეს ძალიან მკაფიოდ გაჩვენებთ, სად არის ნამდვილი სიყვარული და გულწრფელი გრძნობა, ხოლო სად მხოლოდ ემოციური მიჯაჭვულობა.

დღეს შეიძლება განსაკუთრებით ძლიერად იგრძნოთ კარმული კავშირებიც. თუმცა გახსოვდეთ, კარმული ადამიანი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ის თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება. ზოგჯერ ის მხოლოდ იმისთვის ჩნდება, რომ საკუთარი თავის არჩევა და დაფასება გვასწავლოს.

🕊 დღეს ყველაფერი უფრო მშვიდად, მსუბუქად და ჰარმონიულად შეიძლება განვითარდეს. გზები იხსნება, საჭირო ადამიანები სწორ დროს ჩნდებიან, ხოლო სამყარო თქვენს გულწრფელ განზრახვებს განსაკუთრებული სითბოთი პასუხობს“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „ტექნიკა ჭედავს, კომუნიკაციაში გაუგებრობები ჩნდება, არ არის კარგი ტექნიკის შეძენა“ - რას მოგვიტანს 23 ივლისამდე მერკურის რეტროგრადულობა: მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

⭕ „როგორ მიყვარს ეს გოგოები“ - ნინა ცქიტიშვილის ოჯახური კადრები

⭕ „სიმდაბლე ის არის, რომ ხედავ, არ გაქვს ის სრულყოფილება, ხედავ, რომ არ გაქვს მოყვასის ის სიყვარული...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე