Digest Logo

სხეულის ენით გამოვლენილი ნიშნები, რომლებიც აჩვენებს, რომ წყვილი ქორწინებაში უბედურია

1785248643
სიყვარული და ტკენა

როცა ურთიერთობა გაცვეთილია, პარტნიორები გაუცნობიერებლად ახდენენ ამის ღია დემონსტრირებას. როცა წყვილი დაძაბული ან გულგრილი არიან ერთმანეთის მიმართ, ისინი ამ გრძნობებს ასხივებენ ჟესტებით და მიმიკებით. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე სიგნალს, რომლებიც ყველაზე ხშირად უვლინდებათ ადამიანებს, რომლებიც ქორწინებაში უბედურები არიან:

ისინი გაურბიან პირდაპირ მზერას

როცა ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ისინი ხშირად უყურებენ ერთმანეთს თვალებში. თუმცა, ემოციურად დაშორებული პარტნიორები, მეტწილად თავს არიდებენ პირდაპირ მზერას. მათ შეუძლიათ იყურონ გვერდით, ხელებზე და ა.შ. და არ იყვნენ ერთმანეთზე ფოკუსირებული.

დამცავი პოზები

პარტნიორები, რომლებიც გაუცნობიერებლად ხელებგადაჯვარედინებული, შეტყუპებული ფეხებით ან გულზე მიკრული პირადი ნივთებით სხედან ერთმანეთის გვერდიგვერდ - აჩვენებს, რომ ისინი დიდ დისკომფორტს განიცდიან, რთული ფიზიკური ბარიერები აქვთ და მათი ჟესტები მიუთითებს, რომ პირადი სივრცის ჩაკეტვას ცდილობენ ერთმანეთისგან.

მოჩვენებითი სინაზე

წყვილები, რომლებიც სხვების დასანახად ცდილობენ რომანტიკული ურთიერთობის დემონსტრირებას, ზოგჯერ „გადაამლაშებენ” ხოლმე და კიდევ უფრო ნათლად აჩვენებენ, თუ რამდენად მოჩვენებითია ეს ყველაფერი და სპონტანური, ბუნებრივი შეხების ნაცვლად, მათი ჟესტები დადგმულს ჰგავს და ცოტა სასაცილოცაა.

სიშორის ჟესტები

როდესაც წყვილი გვერდიგვერდ ზის, თუმცა ერთმანეთისკენ ზურგშექცევით ან მიტრიალებული - ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობაში უდიდესი წინააღმდეგობებია და უხილავი ძალა განიზიდავს ერთმანეთისგან.

გადაჭარბებული ემოციები

ყოველთვის შეიძლება იმის შემჩნევა, როცა პარტნიორები აყალბებენ საკუთარ ურთიერთობებს - იმიტომ, რომ ისინი ყოველთვის ზედმეტად ცდილობენ და სწორედ ეს მცდელობები ამხელთ.

ასიმეტრიული ჟესტები

როცა წყვილები რეალურად ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან, შესამჩნევია, რომ ისინი ძალაუნებურად იმეორებენ ერთმანეთის წვრილმან მოძრაობებს - როცა ერთი მხრებს იჩეჩავს, მეორეც ამას აკეთებს და ა.შ. ხოლო როცა ემოციური სიშორე ან სიცარიელეა მათ შორის, წყვილის ჟესტები სულ უფრო ასიმეტრიული ხდება.

დრამატული რეაქციები

საკმარისია რაიმეს დავიწყება ან უწყინარი ხუმრობა და დრამატული ან სარკასტული პასუხი მოჰყვება მაშინვე. პრობლემის მოუგვარებლად დატოვება და წყენის დათრგუნვა დაგროვებითი ხასიათისაა და მოულოდნელი, ხშირად კი დამანგრეველი გამოვლინება ახასიათებს.

სინაზის არარსებობა

ეს არის გრძნობებდაკარგული წყვილისთვის დამახასიათებელი მთავარი ნიშანი - სინაზის და ფიზიკური სიახლოვის აბსოლუტური არარსებობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები განუწყვეტლად უნდა ეხვეოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს, თუმცა, როცა წყვილს შორის გრძნობები გაცვეთილია, აშკარად ეტყობათ ემოციური სიშორის ნიშნები.

როცა ადამიანები ურთიერთობაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ერთმანეთისგან იკეტებიან, ინტიმური მომენტები ჩახშულია - ასეთ დროს, ყველაზე ძლიერი სიყვარულიც კი სიკვდილისთვის არის განწირული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მადლობა, რომ ხარ საუკეთესო ქმარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი“ - შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი მეუღლეს იუბილეს ულოცავს

🎥 „არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში!...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

„ამ დროს შეიძლება მეგონოს, რომ ქრისტე მიყვარს, მაგრამ მძულს სინამდვილეში...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

წყარო: horoskopi.ge