Digest Logo

„თუ ოჯახში მოგეპოვებათ ყანწი, აუცილებლად გამოიყენეთ ამ ჯადოსნურ დროის ინტერვალში, ჩაიფიქრეთ სურვილი და მიირთვით ნებისმიერი სასმელი“ - ქეთი ოდიშელი 11 ივლისის სავსემთვარეობაზე

1752140299
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საინტერესო და შემეცნებით ინფორმაციას.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 11 ივლისის სავსემთვარეობაზე წერს:

„11 ივლისის, საქართველოს დროით 00:35 სთ-ზე.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის მე 19-ე გრადუსზე.

„თუ პრობლემას გაათავისუფლებთ ემოციისგან, დარჩება მხოლოდ სიტუაცია“.
 
იდეა იბადება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში კი ხდება იდეის მატერიალიზაცია!
სავსემთვარეობის ენერგია უკავშირდება სისრულეს, შედეგის დადებას, გამთლიანებას.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს მატულობს კონფლიქტების, ავარიების, ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უბრალოდ „ნუ გაართულებთ“ .

ყურადღება მიაქციეთ სიმბოლოს, ეს არის თხის რქა, ეს არ არის თხა!

#ყანწი ეს არის სიმბოლო სიუხვისა და იმ სიტყვების მატერიალიზაციისა რომელსაც მას „ჩასძახებდნენ“, ქართულ ტრადიციაში (და არა მხოლოდ) სწორედ ეს დატვირთვა ჰქონდა ამ სასმისის დროს წარმოთქმულ სიტყვებს „სა-დღე-გრძელო“, რომლითაც ლოცავდნენ, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას უსურვებდნენ კერის პატრონს, მასპინძელს.

თუ ოჯახში მოგეპოვებათ ყანწი, აუცილებლად გამოიყენეთ ამ ჯადოსნურ დროის ინტერვალში (10 ივლისის საღამოდან - 11 ივლისის სავსემთვარეობის პიკამდე ) დანიშნულებისამებრ, ჩაიფიქრეთ სურვილი და მიირთვით ნებისმიერი სასმელი, რადგან ეს სიმბოლო, სასმელსაც ჯადოსნურ ელფერს სძენს.  

სავსემთვარეობის მმართველ სატურნს, მოძრაობა შენელებული აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ, სწრაფ, იმპულსურ ვერძის ზოდიაქოს ნიშანს გადის, ის მალე უკან მავალი ხდება, რაც თითოეულ ადამიანს ძალიან კარგ საშუალებას აძლევს გადახედოს თავის ცხოვრებას გლობალურად, შეიტანოს მასში სიბრძნე, სიმტკიცე, დისციპლინა, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, დააორგანიზოს ცხოვრების ის სფეროები განსაკუთრებით, რომელშიც მეტი ქაოსია.

იღბლიან და მშვიდობიანი სავსემთვამთვარეობას გისურვებთ მეგობრებო“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობა

⭕„მოერიდეთ ნეგატიურ ადამიანებსა და ინფორმაციებს! მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დღეს და ხვალ ნუ მიიღებთ“ - მიხეილ ცაგარელი 11 ივლისის სავსემთვარეობაზე

⭕„ასხივებთ ბედნიერებას“ - მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს