Digest Logo

„უნიკალური შესაძლებლობაა, დავხუროთ წარსული, ეს დრო მნიშვნელოვანია გლობალური კარმული პროცესებისთვის“ - რა ასტროლოგიური ცვლილებები გველოდება

1756803615
AstroBlog SkyLight

„2 სექტემბერს, „კოსმოსური ამინდი“ მთვარის განწყობის ცვლილებით იწყება, რადგან დილიდან მთვარე მკაცრ და დისციპლინირებულ ზოდიაქოს ნიშანში - თხის რქა გადადის. თუ ბოლო დღეების ენერგია ოპტიმიზმისა და თავისუფლების სურვილით გვავსებდა, ახლა სამყარო მობილიზებისკენ მოგვიწოდებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი „AstroBlog SkyLight“ ავრცელებს და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გვესაუბრება:

„დღეს, 2 სექტემბერს, „კოსმოსური ამინდი“ მთვარის განწყობის ცვლილებით იწყება, რადგან დილიდან მთვარე მკაცრ და დისციპლინირებულ ზოდიაქოს ნიშანში - თხის რქა გადადის. თუ ბოლო დღეების ენერგია ოპტიმიზმისა და თავისუფლების სურვილით გვავსებდა, ახლა სამყარო მობილიზებისკენ მოგვიწოდებს.

ეს დღე ჩვენგან სიბრძნეს, პასუხისმგებლობას და თავშეკავებას მოითხოვს. ჩვენთვის ხელსაყრელია ის ფაქტი, რომ მთვარე მთელი დღის განმავლობაში მერკურთან ჰარმონიულ ასპექტში იქნება. რაც ნიშნავს, რომ გონება ნათლად იმუშავებს, აზრები სტრუქტურირებული იქნება. 

დღე იდეალურია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოსაწერად, ინფორმაციასთან სამუშაოდ, სწავლისთვის და რთული ინტელექტუალური ამოცანების გადასაჭრელად. შესაძლოა, კარგი ამბებიც გავიგოთ, შევხვდეთ საჭირო ადამიანს ან მოვისმინოთ მნიშვნელოვანი მინიშნება, რომელიც პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება.

ამასთან, არის დაძაბული მომენტებიც, რადგან 16:42 საათამდე (თბილისის დროით) მთვარე სატურნისა და ნეპტუნის შეერთებასთან დაძაბულ ასპექტში იქნება. ეს დუეტი ქმნის შეზღუდვებს და მოაქვს იმედგაცრუება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ფაქტების გადამოწმება, რადგან ადვილად შეიძლება მანიპულაციის ან თაღლითობის მსხვერპლი გავხდეთ. ასევე, მოერიდეთ საეჭვო გარიგებებს. ამ პერიოდში დაუცველია ძვალკუნთოვანი სისტემა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ფსიქიკაც შესაძლოა გადატვირთული იყოს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ახლა, სექტემბრის დასაწყისში, რეტროგრადული სატურნი თევზებში დაბრუნდა. ამ დაბრუნებით, ის ხელახლა ხსნის ამ წლის მარტისა და მაისის მოვლენებს, აჩენს დაუსრულებელ საქმეებსა და საპასუხისმგებლო საკითხებს. ეს უნიკალური შესაძლებლობაა, რომ დავხუროთ წარსული, შესაძლოა, განმეორებადი სიტუაციები. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გზა უფრო ცნობიერად გავიაროთ და წარსული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ასევე, ეს დრო მნიშვნელოვანია გლობალური კარმული პროცესებისთვისაც, რადგან მალე დაბნელების დერეფანი გაიხსნება.

დღის მეორე ნახევარში მეთერთმეტე მთვარის დღე იწყება, რომლის სიმბოლოც ცეცხლოვანი ხმალია. ეს ენერგია შინაგან ,,აკუმულატორს'' რთავს, გვაძლევს ძალასა და მოტივაციას. დღეს უფრო ამტანები და ძლიერები გავხდებით, შევძლებთ იმას, რის გაკეთებასაც აქამდე ვერ ვბედავდით. ეს ენერგია შემოქმედებითი მიზნებისთვის უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად, სპორტისთვის, აქტიური მუშაობისთვის ან ისეთი საქმეებისთვის, რაც მტკიცე გადაწყვეტილებას მოითხოვს. თუ ამ ენერგიას ტყუილად გავფლანგავთ, კონფლიქტების ან აგრესიის სცენარიც შეიძლება გათამაშდეს. მიუხედავად იმისა, რომ დილა რთული მოგვეჩვენება, შუადღის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, გაჩნდება შთაგონება და წინსვლის სურვილი. დღეს სამყარო ჩვენს სიმტკიცეს ამოწმებს, მაგრამ ასევე გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ ჩვენი ძალა და მივაღწიოთ წარმატებას.

ძვირფასო სამყარო, უმაღლესო ძალებო, ამავსეთ უსაზღვრო სიყვარულით, მიწინამძღვრეთ და დამიფარეთ!
დაიწყეთ დღე ამ სიტყვებით და დღის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორეთ“, -  წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მოვუაროთ კანს და რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ შემოდგომაზე - დერმატო-ვენეროლოგის ნინო სანოძის რეკომენდაციები

„ფინანსურ საკითხებში წარმატება ნაკლებადაა კავშირში თუ რამდენად ჭკვიანი ხარ, ის კავშირშია როგორ იქცევი, დისციპლინის და ჩვევების ამბავია“ - გივი გიორგაძე

„გასარკვევად არ დავიზარე და შევისწავლე რამდენიმე ასეული სახელმწიფოს რუკა, საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო“ - რას წერს ხათუნა ნოელი