
მიუხედავად იმისა, რომ „იუთუბის“ არხი „ბაბლჰედები“ სოციალურ სივრცეში ახლახან გამოჩნდა, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გვერდს, დაახლოებით, 2 000 გამომწერი ჰყავს.
გადაცემის წამყვანები გივი და ლევან გიორგაძეები საზოგადოებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრებიან და მათი ძირითადი ამოცანა ხალხის შთაგონება, პროფესიული და პიროვნული განვითარებაა.
მათი ერთ-ერთი ვიდეო წიგნის „ფულის ფსიქოლოგია“ განხილვას დაეთმო, სადაც წამყვანებმა ისეთ თემებზე ისაუბრეს, როგორიცაა: სიმდიდრე, იღბალი და საბაზისო შემოსავალი.
„კითხვაა დასასმელი - რას ვეძახით სიმდიდრეს? რას ვეძახით „მინდა ვიყო მდიდარი“. მინდა იმიტომ, რომ ბრჭყვიალა ცხოვრება მქონდეს, თუ იმიტომ, რომ დოვლათი შთამომავლობას დავუტოვო.
„ხარჯე იმაზე მეტი, ვიდრე შოულობ“ ამ იდეოლოგიის შემქმნელი ვარ.
რაც არავის გარანტირებული არ გვაქვს, არის ხვალინდელი დღე, ამიტომ ხანდახან დღევანდელი პორშე მერჩივნება, მენდომება დოფამინი დღეს გამოვიმუშაო. ხვალინდელი დღე არ მაქვს გარანტირებული. ძალიან მაგარია, როცა ცხოვრებას გრძელ ვადაში ხედავ.
შემოსავლით დროს ვერ ყიდულობ, მაგრამ დოვლათს კი. დროს იყენებ იმაში, რაშიც გინდა. დროს ვხარჯავ იმაში, რაშიც დავხარჯავდი მაშინ, როცა დოვლათი მექნებოდა. დავჯდებოდი და ვისაუბრებდი შთამაგონებელ წიგნებზე. ჩვენ გთავაზობთ შემოგვიერთდეთ საზრისში, შთავაგონოთ ადამიანებს პროფესიული და პიროვნული.
ჩემს ტვინში სიტყვა „ბედნიერება“ შინაგან სიმშვიდედ გადაითარგმნა დიდი ხანია. დავაკვირდი, რომ ყველაზე ცუდად ვარ მაშინ, როცა ვშფოთავ, ოღონდ ეს არ მოხდეს, და ყველაფრისთვის მზად ვარ.
ყველაფერი, რაც შინაგან სიმშვიდეს ხელს უშლის, მაგის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს.
დოვლათის შექმნას დიდი აგრესია სჭირდება.
შემოსავალი რომ არ მქონდეს, იმის მაგივრად, რომ აქ ვსაუბრობდე, ვეცდებოდი სხვა გზებით მიმეღო შემოსავალი.
იმ შემოსავლის დონით, რაც ახლა მაქვს, მშვიდად შემიძლია ვიჯდე და დავკმაყოფილდე, ამისთვის ასი მილიონი არ მჭირდება.
ფინანსურ საკითხებში წარმატების მიღწევა ნაკლებადაა კავშირში რამდენად ჭკვიანი ხარ, ის კავშირშია როგორ იქცევი, სინამდვილეში ფინანსურ წარმატებას ასტროფიზიკოსობა არ სჭირდება. უფრო ქცევის, დისციპლინის და ჩვევების ამბავია“, - ამბობს ერთ-ერთი თანაწამყვანი.
ასევე დაგაინტერესებთ: