Digest Logo

🎥 როგორ მოვუაროთ კანს და რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ შემოდგომაზე - დერმატო-ვენეროლოგის ნინო სანოძის რეკომენდაციები

1756802144
 ნინო სანოძე

ზაფხული ჩვენი სახის კანზე  ხშირად ტოვებს მზისგან წარმოქმნილ ლაქებსა და სიმშრალეს. შემოდგომის დადგომა კი საუკეთესო დროა, რათა სწორი მოვლის საშუალებებით კანის ჯანმრთელობა და ბუნებრივი ბზინვარება აღვადგინოთ. 

დეტალურად თუ როგორ მოვუაროთ კანს და რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ  შემოდგომაზე - გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ნინო სანოძემ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა:

„ზაფხულის პერიოდში რაც არ უნდა დავემალოთ მზეს, სულ რომ 15-20 წუთი მოგვიწიოს გარეთ ყოფნა, ნამზეურს მაინც ვიღებთ. თუ არ ვიყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს, შემოდგომაზე მივიღებთ პიგმენტურ ლაქებს, ნაოჭებს.

ითვლება, რომ ნამზეური პიგმენტურ ლაქებს ფარავს, სინამდვილეში მაინც ჩანს. 

ბრძოლისთვის მუდმივად გვჭირდება: 

  1. მზისგან დამცავი, არ აქვს მნიშვნელობა სეზონს.
  2. ამქერცლავი საშუალებების გამოყენება. 

შემოდგომას, როცა მზე გადავა, შეგვიძლია „პილინგები“ გამოვიყენოთ. 

კანს რეგენერაციის უნარი აქვს, ამიტომ 2-3 კვირაში ნამზეური თავად იწყებს აქერცვლას, მკვდარ უჯრედებს თავად ასუფთავებს ჩვენი კანი“, - ამბობს ნინო სანოძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ფინანსურ საკითხებში წარმატება ნაკლებადაა კავშირში თუ რამდენად ჭკვიანი ხარ, ის კავშირშია როგორ იქცევი, დისციპლინის და ჩვევების ამბავია“ - გივი გიორგაძე

„გასარკვევად არ დავიზარე და შევისწავლე რამდენიმე ასეული სახელმწიფოს რუკა, საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო“ - რას წერს ხათუნა ნოელი

„პერიოდი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, ავხსნათ, რაზე მეტყველებს ეს ცვლილება“ - ხათუნა ნოელი სატურნის თევზებში გადასვლაზე