ოქტომბერი ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის: ტყუპების, სასწორისა და მერწყულისთვის - ურთიერთობების ტრანსფორმაციისა და შინაგანი ღირებულებათა გადაფასების პერიოდი იქნება.
ასტროლოგ ხატია ბედოშვილის პროგნოზით, ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე დაგროვილი ენერგია ამ ნიშნებს აიძულებს, თვალი გაუსწორონ რეალობას, განთავისუფლდნენ ტოქსიკური მიჯაჭვულობებისგან, ეჭვებისა და ძველი წყენებისგან.
ასტროლოგი დეტალურად განმარტავს, თუ როგორ უნდა დააბალანსონ ჰაერის ნიშნებმა კარიერული და ოჯახური პასუხისმგებლობები, დაიცვან პირადი სივრცე და უზრუნველყონ ჯანმრთელობისა და ფინანსების სტაბილურობა შუა შემოდგომის განმავლობაში:
ჰაერის ნიშნები:
♊ ტყუპები - ოქტომბრის პროგნოზი:
ოქტომბრის თვეში, ტყუპების მთავარი გამოწვევა სამსახურებრივი ურთიერთობებია.ენერგია, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე გამოუთქმელი დაგიგროვდათ, შესაძლოა იფეთქოს. როგორც ჰარმონიული, ასევე ნეგატიური თვალსაზრისით. მოგეთხოვებათ, გადახედოთ თქვენს პროფესიონალიზმს და გაიღრმაოთ ცოდნა, ან ახალი პროფესიის შესწავლით დაკავდეთ. არის, კონფლიქტებისა და გაუგებრობების მაჩვენებელი, რომელიც გაიძულებთ, რომ გამონახოთ საერთო ენა თანამშრომლებთან.
პარტნიორულ ურთიერთობაში, იცვლება ღირებულებათა სისტემა. აუცილებელია, რომ განთავისუფლდეთ ტოქსიკური მიჯაჭვულობისგან და ეჭვებისაგან. პრობლემა ისეთი სირთულის იქნება, როგორი დოზითაც გაქვთ ზემოთ აღნიშნული ემოციები.
ფინანსური თვალსაზრისით ჰარმონიული თვეა. შესაძლოა იყოს შემოსავლის მატება. ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე გაღებული შრომისა და გამოვლენილი პროფესიონალიზმის შესაბამისად.
მშობლებთან და შვილებთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, აუცილებელია, რომ დაიცვათ საკუთარი თავისუფლება და არ ჩაერიოთ მათ თავისუფალ არჩევანში. ამ შემთხვევაში მიიღებთ ყველასათვის სასიკეთო შედეგს.
ჯანმრთელობის მხრივ, თავს გამოიჩენს ის სულიერი - ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე დაგიგროვდათ. სუსტია ნერვიული სისტემა. ეცადეთ დრო დაუთმოთ სიმშვიდის მოპოვებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა.
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 14;15;19;20;21;22;24;25;
ოქტომბრის დაძაბული დღეები:7;8;12;17;26;27;
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად:1;3;5;6;28;29;30;31;
♎ სასწორი - ოქტომბრის პროგნოზი:
ოქტომბერში სასწორებს, შესაძლოა ახალი კარიერული და სამსახურებრივი პერსპექტივები ეწვიოთ. არის ახალი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გუნდური მუშაობის დაწყების შანსი.
ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე დაგროვილი ენერგია ფინანსური და ჯანმრთელობის თვალსაზრისით, თავს იჩენს და შესაძლოა, გაგიჩნდეთ პროტესტები ოჯახის წევრებისა და მატერიალური პასუხისმგებლობების მიმართ, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და ფინანსებზე.
მატერიალური კეთილდღეობისთვის, მნიშვნელოვანია, რომ არ გააპროტესტოთ ხარჯები და უპირობოდ დაეხმაროთ ოჯახის წევრებს. არის გაუთვალისწინებელი ხარჯების მაჩვენებელი.
პარტნიორული ურთიერთობები ან ახალ ეტაპზე გადადის, რაც ძველი წყენებისა და სტრესების დამუშავება - დავიწყებას ითხოვს, ან საბოლოოდ სრულდება.
ეცადეთ, არ ჩაერიოთ ოჯახის წევრების, ან პარტნიორის გადაწყვეტილებასა და თავისუფალ არჩევანში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავადაც დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგათ.
ამაღლებული პროფესიონალიზმი და მიღებული ცოდნა, სამომავლოდ მოგიტანთ წარმატებას. ფინანსურად რთული თვეა. ეცადეთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი.
ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია იმუნიტეტი და იმ პრობლემის გამოვლენა ხდება, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი იყო, ან არ აქცევდით ყურადღებას. ემოციური ბლოკები და წყენები, ნეგატიურად აისახება ფიზიკურ სხეულზე. ეცადეთ განთავისუფლდეთ ცუდი მოგონებებისგან. სუსტია სასუნთქი გზები, მომნელებელი და ჰორმონალური სისტემა.
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 14;15;19;20;21;22;23;25;
ოქტომბრის დაძაბული დღეები: 3;4;9;10;12;17;18;24;26;27;30;
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად:1;2;5;6;7;8;28;29;
♒ მერწყული - ოქტომბრის პროგნოზი:
ოქტომბრის მთავარი გამოწვევა მერწყულებთან ოჯახური და სამსახურებრივი ურთიეთობებია. დაკისრებული პასუხისმგებლობები, შესაძლოა მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს და გამოიწვიოს პროტესტები და კონფლიქტი.
პარტნიორული ურთიერთობები, კრიზისულია. მოგეთხოვებათ საკუთარი და პარტნიორის პირადი სივრცისა და თავისუფალი ნების პატივისცემა. ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე მოგროვილი ენერგია აკუმულირდება და დაგანახვებთ, როგორც საკუთარ, ასევე პარტნიორის რეალურ შინაგან მდგომარეობას, რომელსაც თვალებში უნდა შეხედოთ.
ნეგატივისგან და ტოქსიკური მიჯაჭვულობისგან განთავისუფლება და ურთიერთობის ახალ, ჰარმონიულ ეტაპზე გადაყვანა, ამ თვის მთავარი დილემაა, რომელიც სულიერ ტრანსფორმაციასა და რადიკალურ ცვლილებებს ითხოვს საკუთარ თავთან ურთიერთობაში. მხოლოდ ასე შეძლებთ, ძველი ნეგატივისგან განთავისუფლებას და ჰარმონიის მოპოვებას.
ფინანსური თვალსაზრისით, არის გაუთვალისწინებელი ხარჯების მაჩვენებელი ოჯახური საჭიროებებიდან გამომდინარე. ეცადეთ, არ გააპროტესტოთ, რადგან განვითარებული მოვლენები კარმულია და თავის არიდების, ან გაპროტესტების შემთხვევაში, უფრო გართულდება მდგომარეობა. არ გირჩევთ რისკს, ძვირად ღირებული შენაძენების გაკეთებას, ან ფულის დაბანდებას.
ჯანმრთელობის მხრივ, სუსტია ნერვიული და გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სასუნთქი გზები. მოერიდეთ არაჰიგიენურ და ხალხმრავალ ადგილებს მთელი თვის მანძილზე. არის ვირუსებისა და ინფექციების გავრცელების საფრთხე.
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები ახალი საქმის დასაწყებად; სილამაზის პროცედურებისათვის; კონტრაქტების გასაფორმებლად: 14;15;18;21;22;24;25;
ოქტომბრის დაძაბული დღეები: 5;6;12;13;17;19;20;26;27;
ოქტომბრის ჰარმონიული დღეები დაუსრულებელი საქმის დასასრულებლად; კოსმეტიკური, ენერგეტიკული, სახლის წმენდებისთვის, ვალის გადასახდელად; უსარგებლო ნივთების მოსაშორებლად:1;2;3;4;7;8;9;28;29;30;31;
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გამოჩნდება ახალი შესაძლებლობა...“ - რა გელოდება 7 დღეში: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი