Digest Logo

🎥 „ყველაფერს აქვს თავისი ფასი...“ - ვენერა სასწორში და მისი ოპოზიცია რეტროგრადულ სატურნთან: ასტროლოგიური ტენდენციები ხათუნა ნოელისგან

1787229360
ხათუნა ნოელი

„ვენერა სასწორში ოპოზიციას ქმნის რეტროგრადულ სატურნთან ვერძში. ამ ასპექტის პიკი გვექნება 21 აგვისტოს“, - აღნიშნულ თემაზე ინფორმაციულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვიზიარებს:

„ამ პერიოდში შეიძლება მოგვიწიოს დაფიქრება, ვინ რამდენს დებს ურთიერთობაში. ხომ არ გვიჯდება ზედმეტად ძვირი ჩვენი კომპრომისები? არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ უნდა დავფიქრდეთ: ხომა არ გვიწევს უარის თქმა საკუთარ ინტერესებზე?

როდესაც ვენერა და სატურნი ერთმანეთს უპირისპირდებიან, გარკვეული სიცივე იჩენს ხოლმე ურთიერთობებში თავს. ეს ბუნებრივია, სატურნი ზღუდავს ყველაფერს და ამცირებს.

ვენერას სასწორში მშვიდობა და თანასწორობა უნდა. სატურნი კი გვახსენებს, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ეს ვალები, ადრე თუ გვიან ანგარიშსწორებას მოითხოვს.

აგვისტოს ბოლომდე ასევე გვმართებს სიფრთხილე ფინანსურ გადაწყვეტილებებში. სესხებსა და დიდ შენაძენებში. ასევე, ხელშეკრულების გაფორმებაში. სანამ რაიმეს გადაწყვეტთ კარგად გაიაზრეთ, მით უმეტეს, ისევ გავდივართ დაბნელების დერეფანს. 

განსაკუთრებით ამ გავლენას ვერძები და სასწორები იგრძნობენ. ასევე კირჩხიბები და თხის რქები. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი მნიშვნელოვანი პლანეტები არიან მე-14. მე-15, მე-16 სახლში არიან“, - ამბობს ხათუნა ნოელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დუნდულა, ბარძაყი თუ მკლავი - სად კეთდება კუნთში ინიექცია სწორად: დავით კაცაძის რჩევები

⭕ „მიანიშნებს რესურსების იმპულსურად და არასტრატეგიულად ხარჯვაზე...“ - ვენერა-სატურნის დაპირისპირება: რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან