2024 წლის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება და ალბათ, ბევრი ადამიანი ცდილობს, ყველა ის გეგმა თუ საქმე, რაც მიმდინარე წლისთვის ჰქონდათ დაგეგმილი, საბოლოოდ დაასრულონ, შეაფასონ წარმატება და გააანალიზონ ის საკითხები, რომლებიც არ გამოუვიდათ. ასტროლოგებმა ზოდიაქოს 3 ნიშანი დაასახელეს, რომლებსაც პლანეტებმა 2025 წლის დაწყებამდე მნიშვნელოვანი სიურპრიზი და გამართლება მოუმზადეს:
ვერძი
2024 წლის ბოლოს ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ. ჰირონი აღნიშნულ ნიშანში რეტროგრადულ მოძრაობას 29 დეკემბერს დაასრულებს, რაც ძველ შეცდომებსა და წარსულის ტრავმებს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ. თუმცა, ამ ემოციებთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ.
2024 წლის ბოლო დღეები თქვენთვის „ბორკილებისაგან გათავისუფლებას“ დაემსგავსება. შეძლებთ, საბოლოოდ დაუსვათ წერტილი ყველა იმ ნეგატიურ ემოციას, ურთიერთობასა თუ საქმეს, რომლებიც აქამდე მოსვენებას არ გაძლევდათ. 2025 წელი კი ახალი შესაძლებლობებით და წარმატებით დაიწყება და იმ მიზნებზე კონცენტრირებას მოახერხებთ, რომელთა განხორციელებაც სულ გინდოდათ, მაგრამ აქამდე მოტივაცია და შემართება არ გყოფნიდათ.
თხის რქა
თხის რქის ნიშანში რომანტიკისა და სიყვარულის პლანეტა - ვენერა 11 ნოემბერს შევიდა. ამიტომაც, პირადი ცხოვრების გააქტიურება და ამ მიმართულებით სიახლეები თხის რქებს ნამდვილად არ მოაკლდებათ. მეგობრობა და სიყვარული იქნება ის მთავარი თემები, რაც წლის ბოლომდე არაერთ დადებით ემოციას მოგიტანთ. თვითშეფასების გაზრდას იგრძნობთ და ეს წარმატების მიღწევასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოხატვაში განსაკუთრებით დაგეხმარებათ.
21 დეკემბერს კი თხის რქის სეზონი იწყება. წლის ბოლომდე გექნებათ შანსი, ყველაფერი რაც წამოიწყეთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შუა გზაზე გააჩერეთ, საბოლოოდ დაასრულოთ და თავი ბედნიერად იგრძნოთ. ვარსკვლავები არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ. მთავარია, გამოავლინოთ მონდომება და სიახლეებისთვის მზად იყოთ.
თევზები
პლანეტა ნეპტუნი თევზების ნიშანში 7 დეკემბრამდე რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 7 დეკემბრის შემდეგ თევზებისთვისაც „ბორკილების მოხსნის“ ეტაპი დაიწყება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შვებას იგრძნობენ და ბევრი რამ, რაზედაც ადრე განსაკუთრებით ნერვიულობდნენ, აზრს დაკარგავს. მიხვდებით, რომ ის სულაც არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. გააცნობიერებთ თქვენს ემოციებს და საბოლოოდ მოიხსნით ვარდისფერ სათვალეს...
7 დეკემბრის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში სიცხადის ეტაპი დაიწყება, როცა ადამიანების რეალურ სახესაც დაინახავთ და აღმოაჩენთ იმასაც, რომ საკუთარ თავზე უკეთ უნდა იზრუნოთ. 2025 წლის დასაწყისი კი მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი ბევრი სურვილი და მიზანი რეალობად აქციოთ და დიდ წარმატებას მიაღწიოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge