5-11 ოქტომბრის კვირა ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის განსაკუთრებით აქტიური და წარმატებული აღმოჩნდება. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, ამ პერიოდში ახალი შესაძლებლობები, პროფესიული წინსვლა და მნიშვნელოვანი ცვლილებები ყველაზე მეტად სამ ნიშანს შეეხება:
♌ ლომი
ლომებისთვის კვირა თავდაჯერებულობის ზრდითა და ახალი შესაძლებლობებით დაიწყება. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, იუპიტერისა და მარსის გავლენა ამ ნიშნის ენერგიას განსაკუთრებით აძლიერებს და ხელს უწყობს როგორც პროფესიულ, ისე პირად ინიციატივებს. შესაძლოა, ლომებმა საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენა და დიდი ხნის გადადებული საქმის წინ წაწევა შეძლონ. განსაკუთრებით აქტიური 6 ოქტომბრიდან პერიოდი იქნება, როდესაც ახალი იდეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის მეტი მოტივაცია ექნებათ.
♎ სასწორი
სასწორებისთვის ეს კვირა ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება, გადაიქცეს. 10 ოქტომბერს სასწორის ნიშანში ახალი მთვარეა, რაც ასტროლოგიურ პროგნოზებში ახალი შესაძლებლობების, პირადი მიზნების გადახედვისა და ცვლილებების დაწყებას უკავშირდება. ამასთან, სასწორებს აქტიური სოციალური პერიოდი ელოდებათ - ახალი ნაცნობობა, შეხვედრები და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა მათთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
♏ მორიელი
მორიელებისთვის კვირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დღე 6 ოქტომბერი იქნება. პროგნოზის მიხედვით, ამ დღეს მთვარისა და იუპიტერის გავლენა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება კარიერული მიმართულებით და შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა ან პროფესიული წინსვლის შანსი გამოჩნდეს. ამ პერიოდში მორიელებს მეტი თავდაჯერებულობა ექნებათ და უკეთ დაინახავენ, რა მიმართულებით სურთ განვითარება. შესაბამისად, კვირა შესაძლოა, მათთვის მნიშვნელოვანი პროფესიული გადაწყვეტილებებისა და წარმატების მომტანი აღმოჩნდეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: