ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე იმ სავალალო ნიშნებზე საუბრობს, რომლებიც ურთიერთობის ემოციურ დასასრულსა და პარტნიორის მხრიდან გამოყენების ფაქტზე მიუთითებს.
სპეციალისტი გამოყოფს 5 ქცევით მოდელს - კომუნიკაციის გაწყვეტიდან ემოციურ გაუფასურებამდე და აღნიშნავს, რომ მამაკაცი ხშირად ღიად წასვლის სანაცვლოდ ისეთ პირობებს ქმნის, რომ ქალმა ურთიერთობის დასრულების გადაწყვეტილება თავად მიიღოს:
„5 ნიშანი, რომ კაცი ნელ-ნელა გშორდება მას შემდეგ, რაც შენგან მიიღო ის, რაც სჭირდებოდა.
• შენთან კომუნიკაციას მხოლოდ მაშინ ამყარებს, როცა რაიმე კონკრეტული სჭირდება, სხვა დროს კი სრულიად უჩინარდება.
• აღარ ინტერესდება შენი ყოველდღიურობით, შენი ზარები და შეტყობინებები მისთვის შემაწუხებელი ხდება.
• ნებისმიერ მცდელობაზე, დაალაგო ურთიერთობა, გპასუხობს, რომ დაღლილია და ამის დრო არ აქვს.
• აღარ გეგმავს შენთან ერთად მომავალს, გეგმებიდან საერთოდ გაგაქრო და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს.
• როცა შენს ემოციურ ტკივილზე უყვები, გეუბნება, რომ ტვინს უბურღავ და პრობლემებს იგონებ.
როდესაც კაცს შენი დაკარგვის აღარ ეშინია, ის პირდაპირ კი არ მიდის, არამედ ქცევებით გაიძულებს, რომ წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ის უბრალოდ გიშორებს და შენს ხარჯზე ინარჩუნებს საკუთარ კომფორტს.
თუ ამ ნიშნებში შენს რეალობას ხედავ, დაიღალე მუდმივი ეჭვებით და ხვდები, რომ უბრალოდ გიყენებს, ნუ დარჩები ამ ტკივილთან მარტო. მომწერე პირადში“, - წერს გიორგი რაზმაძე.
პოსტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: