Digest Logo

მეტროს წინ ლეზგინკის ცეკვისთვის 2 500 ლარით დაჯარიმდებით! - ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია

1680330840
ლეზგინკის ცეკვა მეტროსთან

„ქართველი ბიჭის სულის შემძვრელი ცეკვა“... „და-ძმის შესრულებული ლეზგინკა, ცრემლის გარეშე ვიდეოს ვერ უყურებთ“... „მეგობრების მიერ შესრულებული ლეზგინკა სულს აგიწიოკებთ“... -  ეს იმ არასრული ფრაზების ჩამონათვალია, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელი ცეკვების ვიდეოს აღწერაში კითხულობს. ასეთი ფრაზები განსაკუთრებით უხდება ცეკვა „ლეზგინკას“, რასაც მოქალაქეები ხშირად ცეკვავენ მეტრო სადგურების წინ.

ცეკვისას მნიშვნელოვანი დეტალია მოცეკვავემ ირგვლივ შემოიკრიბოს ხალხი და ცენტრში მოქცეულმა შემსრულებლებმა ერთმანეთი ჩაანაცვლონ, უკეთეს შემთხვევაში შემოკრებილთაგან ერთ-ერთი გამოიცეკვოს. 

როგორც ცნობილია, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მეტროს წინ ლეზგინკის ცეკვა კანონით დაისჯება.

კანონპროექტის ინიციატორი კულტურის სამინისტროა. მინისტრის - თეა წულუკიანის განცხადებით, მეტროს წინ ლეზგინკის ცეკვა კიდევ უფრო გაართულებს მოქალაქეების საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პროცესს და დედაქალაქში სრული კოლაფსი იქნება.

ამასთანავე, ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნებმა ნათლად აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის ცეკვა ადამიანების გარკვეულ ნაწილს ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებს და თრგუნავს.

სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა იზრუნოს მოქალაქეებზე, მათ თავისუფლად გადაადგილებასა და ჯანსაღ ფსიქიკაზე და ლეზგინკის ცეკვა მეტროს წინ დასჯადი იქნება.

დასჯის ზომა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას - 2 500 ლარის ოდენობით.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობა ორ ნაწილად გაყო. ერთ ნაწილს აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მოსწონს, მეორენი კი აკრიტიკებენ, რადგან შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვოს ქუჩის მოცეკვავეები.

„დაიჯესტმა“ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საზოგადოებაში გამოკითხვა ჩაატარა.

ლეზგინკის მოცეკვავე: ვერ ვხდები ამით რა შავდება. პირიქით, ქუჩაში გამოსულ მოღუშულ ხალხს ჩვენი შემხედვარე სახეზე ღიმილი უთამაშებს. მე ამის გამო ვცეკვავ, ხალხი მგულშემატკივრობს და იმხელა მუხტს ვიღებ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

მოქალაქე - ნინი ჭონქაძე: მე მომწონს ბიჭები, რომლებიც ლეზგინკას ცეკვავენ და ვერ ვხდები კანონპროექტის არსს. ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა ვერ ნახეს მოსაგვარებელი?!

მოქალაქე - დათო ფიცხელაური: ჩემთვის სულ ერთი აქვს. მაინც არ ვჩერდები და არ ვუყურებ. რაც უნდა ის ქნან.

მოქალაქე - ნანა დოიჯაშვილი: მე შვილო ძალიან მომწონს კოხტა ქართველების მიერ ნაცეკვი, სისხლი მიყივის ხოლმე და თვალზე ცრემლი მერევა. ასეთი ქართველები თუ გადაგვარჩენენ აბა ივანიშვილი გვიშველის? 

მოქალაქე - ლილიკო ზედგინიძე: ეს ცეკვა საერთოდ ვინ მოიგონა? ან ქუჩაში ცეკვა რა საჭიროა. ისედაც რამხელა რიგია ყოველ საღამოს მეტროს შესასვლელებთან ესენი უფრო ამძაფრებენ, რამე სასარგებლოს მაინც აკეთებდნენ.

მოქალაქე - ნინიკელა ლურსმანაშვილი: მე კი ვაკეში ვარ და არ მაწუხებს ეს ყოველივე, მაგრამ ხალხო! მუსიკალური ესთეტიკურობის ნაკლებობას განიცდიან ის ადამიანები, ვინც ამას უსმენენ და ცეკვავენ. რა ევროპა, რის ევროპა. იქ რომ გაიგონ ლეზგინკას ვცეკვავთ თავი მოგვეჭრება!

სასულიერო პირები: მთავარია კლუბში არ წავიდნენ ახალგაზრდები და მავნებლური საშუალებები არ მიიღონ, მომავალი არ გაინადგურონ. იცეკვონ რა, ცუდს არაფერს აკეთებენ.

ოპოზიცია: ახლა ის პერიოდი არაა საქართველოში ამ საკითხს რომ განიხილავდნენ. ხალხო, გონს მოდით, უკრაინაში ომია, ჩვენ დანის პირზე გავდივართ... მესამე პრეზიდენტი ციხეშია დატყვევებული. კაცი კაცს აღარ ჰგავს ისეთი გამხდარია და ამათმა ლეზგინკაო! დაგვცინიან ხალხო! გონს მოდით! ყველანი რუსთაველზე და თავზე გადავახიოთ ეს ყურით მოთრეული  კანონპროექტი. თავისუფლება მიშას!

რაც შეეხება „დაიჯესტის“ პოზიციას - გაიღიმეთ, #დღესპირველიაპრილია 😉

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა