ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი Puff Daddy სექსუალურ ტრეფიკინგში, რეკეტში, შანტაჟსა და ძალადობაშია ეჭვმიტანილი. იგი აშშ-ის პოლიციამ უკვე დააკავა, მას შემდეგ რაც მისი სახლის ჩხრეკა განხორციელდა. ადგილზე გამოჩნდნენ FBI-ის გამომძიებლებიც.
Puff Daddy-ის წვეულებები ჰოლივუდის ვარკვლავებისთვის უცხო არ არის. იგი ყოველწლიურად ატარებდა ასეთ წვეულებებს, რომლის დასრულების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ტრეფიკინგი და სექსუალური ძალადობა მიმდინარეობდა ადამიანებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე.
წვეულებებზე გადაღებულ ფოტოებში ჩანს საზოგადოებისთვის საყვარელი ვარსკვლავები, მათ შორის ლეონარდო დიკაპრიო, ბიონსე და ა.შ. შესაბამისად საზოგადოებაში მათ მიმართ გაჩნდა დიდი აგრესია და წნეხი, რადგან ადამიანების ნაწილი თვლის, რომ დანაშაულებრივ სქემაში სხვა ვარსკვლავებიც არიან ჩართულები.
Puff Daddy- ახლა საპატიმრო განყოფილებაში იმყოფება. იგი პროტესტის და მოწამვლის რისკის გამო შიმშილობდა კიდეც, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მან საკვების მირთმევაც დაიწყო და ოჯახის წევრებიც მოინახულა.
თემაზე რეპორტაჟი გადაცემაში „იმედის დღე“ მოამზადეს.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„სრულიად უვნებელ და სასარგებლო პროდუქტს რატომ „გაუტყდა სახელი“ ასე საშვილიშვილოდ?“ - მაია ბუწაშვილი