Digest Logo

ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის

1743005047
ჩინეთში შექმნეს ვირუსი

ჩინეთში კიბოს მკურნალობის ინოვაციურ მეთოდს მიაგნეს. კერძოდ, მეცნიერებმა შექმნეს ისეთი ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს პოულობს და ღორის ქსოვილად გარდაქმნის. შედეგად, ორგანიზმი ამ ქსოვილებს როგორც საფრთხეს ისე აღიქვამს და ანადგურებს.

უნდა აღინიშნოს, რომ იმუნიტეტი ჯანმრთელ უჯრედებზე უარყოფითად არ ზემოქმედებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ავადმყოფების 90%-ის შემთხვევაში სიმსივნის ზომა შემცირდა, მათ შორის იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც კიბოს ბოლო სტადია ჰქონდათ. ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც საშვილოსნოს კიბო ჰქონდა მთლიანად განიკურნა.

კვლევა პროფესორმა ჩჟაო იუსიანმა ჩაატარა. იგი გუანსი-ჯუანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიზნობრივი ონკოლოგიის მთავარი სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორია. მისმა კვლევამ მეცნიერულ წრეებში დიდი გამოხმაურება პოვა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ფეხების შეშუპების მთავარი მიზეზები და მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები

⭕„კონტრაქტი მაგიდაზე უდევს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს Geo Team-ი გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ?

🎥 „ანასტასია პირადულზეც მიყვება, ვცდილობ ზედმეტად არ ჩავერიო მის ცხოვრებაში“ - როგორი მამაა ზურა ხაჩიძე?