Digest Logo

ჩინეთში შობადობის რეკორდულად დაბალი დონე დაფიქსირდა

1768813133
 შობადობის რეკორდულად დაბალი დონე

შობადობა ჩინეთში რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, შარშან ჩინეთში 7, 92 მილიონი ახალშობილი დაფიქსირდა, რაც 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ჩინეთის მოსახლეობა ზედიზედ მეოთხე წელია მცირდება. 2025 წელს ქვეყანაში 11,31 მილიონი გარდაცვალება დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა მილიარდ 404 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3 მილიონით ნაკლებია.

ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები დემოგრაფიულ ვარდნას ბავშვების აღზრდის მაღალ საფასურს, კარიერულ ამბიციებს და ეკონომიკურ წნეხს უკავშირებენ. ამასთან, ჩინეთში რეკორდულად დაბალ ნიშნულებზე რჩება ქორწინებების დონეც.

ჩინეთის ხელისუფლება ბოლო წლების განმავლობაში შობადობის სტიმულირებას ცდილობს. 2015 წელს პოლიტიკის „ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“ გაუქმების შემდეგ, ხელისუფლებამ მოსახლეობას თავიდან ორის, ხოლო 2021 წელს სამი შვილის ყოლის ნება დართო. 2025 წელს მთავრობამ გამოაცხადა ფულადი სუბსიდიების შემოღების შესახებ, რაც თითოეულ ბავშვზე 3 600 იუანს (დაახლოებით 500 დოლარს) შეადგენს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გუშინ, ღამით, უკანა ეზოში, სადაც შეშას ვინახავდით ხოლმე - მამაჩემი შემხვდა...“ - გიორგი კეკელიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

⭕საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის პირველი ვარჯიში ჩაატარა

🎥 „გადაკეთებულ ქალებს ნუ მადარებთ!...შორენა მივიდა კუზანოვთან, შენი სურათი მიიტანაო“ - ნატა გულიაშვილი

წყარო: imedinews.ge