სამხრეთ კორეაში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია 4 ადამიანი. იუწყება Reuters-ი.
როგორც მედიასაშუალება წერს, უამინდობის გამო სეულის აღმოსავლეთით მდებარე გზატკეცილზე მასშტაბური ავარია მოხდა. დაზიანდა 53 ავტომობილი. დაიღუპა 2 ადამიანი და 11 დაშავდა.
უამინდობის გამო თითქმის 150-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტად დაზარალდა სეულის მთავარი აეროპორტი „ინჩეონი“. ასევე შეჩერებულია ბორნების და მატარებლების მიმოსვლა.
„ნოემბრის უჩვეულოდ ძლიერი თოვლი გამოწვეულია ცივი ჰაერის ნაკადით“, - წერს მედიასაშუალება.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდთოვლობამ ჩრდილოეთ კორეაც დააზარალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძლიერი ქარი, ნალექი, თოვლი…” - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან
წყარო: newshub.ge