დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაქორწინდნენ. წყვილის რომანზე ხმები პირველად 2024 წლის იანვარში გავრცელდა. ორი წლის შემდეგ კი მათ ჯვარი დაიწერეს. საიდუმლო ცერემონიას ლონდონში მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
გამოცემა The Sun-ის მიერ მოპოვებულ ფოტოებში ახალდაქორწინებულები ჩანან. საქორწინო ფიცის დადების შემდეგ, ისინი „ოლდ მერილებონის“ მერიიდან ხელჩაკიდებულები გამოდიან, სტუმრები კი მათ კანფეტებს აყრიან.
ამ განსაკუთრებული დღისთვის დუა ლიპამ ტრადიციულ თეთრ კაბაზე უარი თქვა და არჩევანი Schiaparelli-ის ექსკლუზიური ორეული მოირგო. ელეგანტურ პიჯაკსა და ქვედაბოლოს გამოკვეთილი თეძოები და ოდნავ ასიმეტრიული ბოლო ჰქონდა.
მოდის სახლისთვის დამახასიათებელმა, სიურრეალისტურმა ოქროსფერმა ღილებმა კლასიკურ იერსახეს თამამი შტრიხები შემატა. მომღერალმა სამოსს თეთრი, ფართოფარფლებიანი ქუდი, ატლასის ხელთათმანები და Louboutin-ის წვეტიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ტერნერს კი მუქი ლურჯი სმოკინგი ეცვა.
ლიპამ ნიშნობის შესახებ ხმები პირველად 2025 წლის ივნისში დაადასტურა. მანამდე იგი თითზე ბრილიანტის ბეჭდით არაერთხელ შენიშნეს. „დიახ, დავინიშნეთ, - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. - ეს ძალიან ამაღელვებელია. გადაწყვეტილება, რომ ერთად დაბერდეთ, საერთო მომავალი შექმნათ და სამუდამოდ საუკეთესო მეგობრებად დარჩეთ, განსაკუთრებული გრძნობაა“.
„მინდა ჩემი ტურნე დავასრულო, კალუმი კი გადაღებებზეა, ასე რომ, უბრალოდ ამ პერიოდით ვტკბებით“, - დასძინა ლიპამ და განმარტა, რომ ქორწილს არცერთი არ აჩქარებდა. „არასდროს ვყოფილვარ ისეთი ადამიანი, ვინც ქორწილზე ფიქრობს ან იმაზე ოცნებობს, თუ როგორი პატა რძალი იქნება. ახლა კი უცებ ვკითხულობ: ნეტავ, რა უნდა ჩავიცვა?“.
საბოლოოდ, ერთი წლის შემდეგ, მან იდეალურ სამოსს ნამდვილად მიაგნო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ცოლ-შვილს ელოდებოდა და მაგ დროს 7-8 ტყვია გავარდა”- ცნობილია ბათუმში მოკლული კაცის ვინაობა
⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა
წყარო: www.beaumonde.ge