ჯონ ჯონსს ჰკითხეს, თუ ვინ გამოვიდოდა გამარჯვებული ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლაში. UFC-ის ლეგენდარულმა ჩემპიონმა არჩევანი გააკეთა ქართველი მებრძოლის სასარგებლოდ და მის ძლიერ მხარედ დგომში ჩხუბი დაასახელა.
„ფსონის დადება რომ მომიწიოს, ამას თოფურიას სასარგებლოდ გავაკეთებ. გამოვარჩევ მის დგომში ბრძოლისა და დაფინიშების უნარებს. დიახ, მახაჩევი უკეთესი მოჭიდავეა, მაგრამ ილიას ნოკაუტის ძალა მას უფრო მაღლა აყენებს. ცხადია, ორივე მათგანს შეუძლია მოგება, ნებისმიერ ვითარებაში.
უბრალოდ, მე რომ მომიწიოს ფსონის გაკეთება, როგორც ვთქვი, ილიას ავირჩევდი“, - განაცხადა ამერიკელმა ყოფილმა ჩემპიონმა.
შეგახსენებთ, დაღესტნელ მებრძოლს უწევს 77 კილოგრამ წონითი დივიზიონის ქამრის დაცვა იან მაჩადო გარისთან, ქართველი მსუბუქწონოსნის შემდეგი ოპონენტის ვინაობა კი ჯერ უცნობია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ხვიჩა კვარაცხელია და კილიან მბაპე ერთმანეთს შეხვდნენ - ფრანგმა ქართველი სოცქსელში გამოიწერა
წყარო: lagazzetta.ge