Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია და კილიან მბაპე ერთმანეთს შეხვდნენ - ფრანგმა ქართველი სოცქსელში გამოიწერა

1785247501
კვარაცხელია და მბაპე

შაბათს, 25 ივლისს „პსჟ-სა“ და საფრანგეთის ნაკრების მცველის, ლუკას ერნანდესის ქორწილი იყო, სადაც თავი უამრავმა საფეხბურთო ვარსკვლავმა მოიყარა.

მათ შორის იყო ერნანდესის ახლო მეგობარი ხვიჩა კვარაცხელია და „პსჟ-ს“ სხვა ფეხბურთელები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

„პსჟ-ს“ ფეხბურთელებთან ერთად იყო მადრიდის „რეალის“ შემტევი კილიან მბაპე. მოგეხსენებათ, მბაპე პსჟ-ს მოთამაშეებთან მეგობრობს და სულ მათთან ერთადაა.

კვარამ და მბაპემ ერთმანეთი ახლოდან გაიცნეს, ისაუბრეს და ფრანგმა ვარსკვლავმა ქართველი შემტევი სოციალურ ქსელებში გამოიწერა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „პსჟ-ს“ 2025 წლის ზამთარში, 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. პარიზში კვარამ სწორედ კილიან მბაპე ჩაანაცვლა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მადლობა, რომ ხარ საუკეთესო ქმარი, ჩემი საუკეთესო მეგობარი“ - შორენა გაჩეჩილაძე-ჩერტკოევი მეუღლეს იუბილეს ულოცავს

🎥 „არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში!...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

„ამ დროს შეიძლება მეგონოს, რომ ქრისტე მიყვარს, მაგრამ მძულს სინამდვილეში...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

წყარო: lagazzetta.ge