
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის „პატარა კაცი“ უწოდა.
„გაჩუმდი, პატარა კაცო. შენ ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს იხდი და Starlink-ის ჩამნაცვლებელი არ არსებობს“, - წერს მასკი სოციალურ ქსელში.
მასკი ამ პოსტით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წერდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური სერვისის ალტერნატივა დასჭირდეს.
თავად სიკორსკი კი ამ განცხადებით ილონ მასკს გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავდა, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია.
Starlinks for Ukraine are paid for by the Polish Digitization Ministry at the cost of about $50 million per year.
— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) March 9, 2025
The ethics of threatening the victim of aggression apart, if SpaceX proves to be an unreliable provider we will be forced to look for other suppliers. https://t.co/WaJWCklgPE
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: newshub.ge