Digest Logo

ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა - BBC

1722327158
ინდოეთში მეწყერი

ინდოეთში, სამხრეთ კერალას შტატში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი კვლავაც ტალახის მასაშია მოყოლილი.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქია ვაიანადის რაიონის მთიან დასახლებებს დაატყდა თავს.

გამოცემის ცნობით, სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და კრიტიკული მნიშვნელობის ხიდის ჩამონგრევა აფერხებს.

„ზარალის ოდენობის შეფასებას მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შევძლებთ“, - განუცხადა კერალას ტყეებისა და ველური ბუნების დაცვის მინისტრმა BBC Hindi-ს.

ხოლო ჯანდაცვის მინისტრის ვენა ჯორჯის თქმით, ადგილობრივ საავადმყოფოებში სულ მცირე 70 დაშავებულია გადაყვანილი. ამ დროისთვის, მაშველებმა სტიქიის ზონაში მოყოლილი 101 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც BBC აღნიშნავს, ვაიანადის მთიანი რაიონი მუსონების სეზონზე განსაკუთრებით მიდრეკილია მეწყრული პროცესებისკენ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

🎥 ზეითუნის ზეთი და „პერეკისი“ - გამოიყენეთ ეს ბუნებრივი მეთოდი ყურის გასაწმენდად - არუნ ხათრის რჩევები

⭕„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ისტორიული ადგილი და ბრძოლაა, ბილეთის ფასი თითო $3000-ს აღემატება... არ აქვს მნიშვნელობა უყურებთ სახლიდან, რესტორნიდან თუ ბარიდან ვიცი, რომ სულით ჩემთან ხართ!“ - მერაბ დვალიშვილი

⭕„რაც არ უნდა გავასაჩივრო, სამწუხარო ის არის, რომ რისთვისაც ვიბრძვი - ოლიმპიური მედალი, მე არ შემხვდება“ - სანდრო ბაზაძე