Digest Logo

იტალიაში ტურისტული ავტობუსი მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი

1743078274
იტალიაში ტურისტული ავტობუსი მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი

იტალიაში, ტურინში, ტურისტული ავტობუსი მდინარე პო-ში ჩავარდა. დაიღუპა ერთი პირი. იტალიური მედიის ცნობით, გარდაცვლილი ავტობუსის მძღოლია, რომელიც ავტობუსში მარტო იმყოფებოდა.

მაშველებმა მამაკაცი ავტობუსიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, ავტობუსი მდინარეში ვიტორიო ვენეტოს მოედანთან, ვიტორიო ემანუელ I ხიდიდან გადავარდა.

საქმესთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბრძოლის წინ იესო ქრისტე მოვიდა ჩემთან...“ - რას ჰყვება ლაშა ბექაური

⭕„ვულოცავთ 2 წლის დაბადების დღეს ჩვენს ყველაზე ტკბილ პატარას“- კადრები დადუ ივანიშვილის იუბილედან

🎥 „ეს ის პროფესიაა, სადაც ძალიან ბედნიერი ვარ“ - გაიცანით 25 წლის მასწავლებელი